დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016113 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №382
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილების (სსმ, 2010 წ., №162) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისა და აკრედიტაციის პროცედურების გავლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები