მეჩაეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

  • Word
მეჩაეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 340.000.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
177
10/04/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1997
340.000.000.05.002.000.
მეჩაეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/04/1997 - 22/06/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

1997 წლის 10 აპრილი

. თბილისი

მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

1. მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოიყოს ერთი მილიონი ლარი. სახსრების განაწილება და დანიშნულებით გამოყენების კონტროლი დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ბ. გულუა).

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ:

– საბერძნეთიდან უსასყიდლოდ შემოსული ხორბლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან 1997 წლის 1 სექტემბრამდე შეავსოს საქართველოს პრეზიდენტის ფონდი;

– მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნოს 1999 წლის 1 აპრილამდე.

3. სახელმწიფო კომერციულ გაერთიანება „საქჩაისუბტროპიკს“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 თებერვლის №192 ბრძანებულებით სესხის სახით გამოყოფილი 598 ათასი ლარიდან 425 ათასი ლარი ჩაეთვალოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილად და ყოფილ დეპარტამენტ „საქგაზიდან“ მიღებულად თურქმენეთში გაზის სანაცვლოდ გადატვირთული ჩაის ღირებულების ანგარიშში. ხოლო სხვაობა – 173 ათასი ლარი განევადოს 1998 წლის 1 აპრილამდე კრედიტით სარგებლობისათვის საპროცენტო გადასახადის ჩათვლით.

ე. შევარდნაძე