დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/09/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49(56), 06/10/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №561
1999 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წინადადება და მეჩაიეობის დარგისათვის ფინანსური დახმარების შედეგად დაწყებული ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის, ჩაის წარმოების მოცულობის გადიდების, მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესების გასაგრძელებლად დარგის საწარმოებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულების მე-2 პუნქტში:
1. საბერძნეთიდან უსასყიდლოდ შემოსული ხორბლის რეალიზაციიდან ამოგებული თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში შეტანის ვადა, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის №668 ბრძანებულებით განსაზღვრული 1998 წლის 31 დეკემბრისა, გაგრძელდეს 2004 წლის 31 დეკემბრამდე.
2. მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრების ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნების ვადა გაგრძელდეს 2004 წლის 31 დეკემბრამდე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები