დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 668 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/11/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 30/11/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №668
1998 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე
იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა თურქმენეთსა და უზბეკეთში გადატვირთული ჩაის პროდუქციის დათქმულ ვადაში ანაზღაურება, მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება, შეტანილ იქნეს ცვლილება „მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაში საბერძნეთიდან უსასყიდლოდ შემოსული ხორბლის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში შეტანის ვადის გაგრძელების თაობაზე და „მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 აპრილის №266 ბრძანებულების მე-8 პუნქტით 1998 წლის 1 ივლისამდე განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს 1998 წლის 31 დეკემბერამდე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები