დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენი ისინი არიან | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 754 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 19/11/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/11/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.160.000.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/11/1996 - 04/05/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №754
1996 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
თავისუფლების აღკვეთის მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან
1. საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად გადაცემის შესახებ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისას სახელმწიფო დაწესებულებები ხელმძღვანელობენ აღნიშნული ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ ბრძანებულებით.
2. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3. გადაწყვეტილება მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება მიიღოს როგორც საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს თხოვნის, ისე მსჯავრდებულის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.
4. საბოლოო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით.
5. საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების გადაცემას მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
6. თავისუფლების აღკვეთით სჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელ ნაწილსა და რეჟიმს განსაზღვრავს სასამართლო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გადაცემისათვის საჭირო სახსრები შეიძლება გაიღონ მსჯავრდებულმა, მისმა ნათესავებმა ან კანონმიერმა წარმომადგენელმა დადგენილი წესის შესაბამისად.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ თვეში შეიმუშაონ ინსტრუქცია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები