საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 18/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
173
04/05/2000
სსმ, 43, 18/05/2000
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №173

2000 წლის 4 მაისი

ქ.თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის  754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის 754 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვები „თხოვნის“ და „შუამდგომლობის“ შეიცვალოს სიტყვებით „შუამდგომლობის“ და „განცხადების“.

2. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულის გადაცემისა (საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით) და გადმოყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს გენერალური პროკურატურა და  შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს აწვდიან 10 დღეში“.

3. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს სასა­მართლოების მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების გადმოყვანას და გადაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“.

4. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში შეიმუშაოს ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ“.

ე. შევარდნაძე