დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 551 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 15/09/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 20/09/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.160.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №551
2006 წლის 15 სექტემბერი
ქ.თბილისი
„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის #754 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1996 წელი, ნოემბერი, გვ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის, რომლის მოქალაქეც ეს პირია, გადაცემის საკითხის განხილვა ხდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ ბრძანებულების შესაბამისად.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება დაიწყოს როგორც შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის, ისე მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“;
გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წინასწარ ათანხმებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან შესაბამისი მოსაზრებები მიაწოდონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართვიდან 15 დღეში.“;
დ) ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯი შეიძლება გაიღოს მსჯავრდებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ე) ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები