საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 671
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 05/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.007596
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
671
02/08/2005
სსმ, 92, 05/08/2005
200010000.22.033.007596
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/08/2005 - 06/10/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.596

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №671

2005 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულება” დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკრგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანების მე-6 პუნქტი და დანართი №1.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საგადასახადო ინსპექციის სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს.

2. ინსპექციის საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

3. ინსპექციას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

4. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

1. ინსპექცია თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

2. ინსპექციას უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

    მუხლი 4. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა

ინსპექციის თანამშრომლებს ეკრძალებათ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლებისათვის გადაცემა.

თავი II

ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 5. ინსპექციის ამოცანა

საგადასახადო ინსპექციის ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

    მუხლი 6. ინსპექციის საქმიანობის სფერო

ინსპექცია მის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საგადასახადო საჩივრების განხილვას და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

ინსპექციის სტრუქტურა,  ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 7. ინსპექციის სტრუქტურა

1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;

გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

დ) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;

ე) ადმინისტრაცია (აპარატი).

    მუხლი 8. ინსპექციის ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

3. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

5. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ინსპექციის საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;

დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;

ვ) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე საგადასახადო სანქციის (ჯარიმის) დარიცხვის თაობაზე.

6. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.

7. ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

    მუხლი 9. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას;

ბ) ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს და გასცემს სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ახორციელებს ინდივიდუალური საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციას და უზრუნველყოფს სამეწარმეო რეესტრის წარმოებას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საქონლის მოძრაობის და აღრიცხვის ჟურნალისა და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას.  

2. გადასახადის გადამხდელთა მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:

ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადების გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე, ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;

დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას კომპიუტერში;

ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;

ვ) დადგენილი წესით ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ კომპიუტერებში შეტანას და დამუშავებას;

ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის” პროექტებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;

კ) ადგენს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;

ლ) უზრუნველყოფს ინსპექციას შესაბამისი პროგრამებით და იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის;

ო) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

3. გადასახადის გადამხდელთა მომსახურების მიზნით:

ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას (აპარატს);

ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;

დ) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ე) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 10.  ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო

გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას;

ბ) ადგენს საგადასახადო შემოწმებების წლიურ სამუშაო გეგმას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში და დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად ამოწმებს გადასახადის გადამხდელების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

დ) ახდენს საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;

ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს კამერალურ და გასვლით (მათ შორის საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტებს და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგენს განსახილველად ინსპექციის უფროსს/მოადგილეს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო

1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა) სწავლობს საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით საგადასახადო დავალიანებების წარმოშობის მიზეზებს;

ბ) ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;

გ) შეისწავლის საგადასახადო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ინსპექციის ხელმძღვანელობას.

2. სამმართველო გადასახადის გადამხდელის მიმდინარე კონტროლისა და მის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) აგროვებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;

დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის;

ვ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს;

ზ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო

იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ინსპექციის თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) განიხილავს „გადამხდელთა მოთხოვნებს”, შესაგებლებს და სხვა სახის საჩივრებს. ამზადებს ინსპექციის გადაწყვეტილებებს საგადასახადო დავებთან დაკავშირებით;

გ) მონაწილეობს  საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

დ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და ინსპექციის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს საგადასახადო შემოწმების მასალებზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო  ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ვ) აწარმოებს საგადასახადო და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე.

    მუხლი 13. ინსპექციის ადმინისტრაცია (აპარატი)

ადმინისტრაცია (აპარატი):

ა) აწარმოებს ინსპექციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.