დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექტირების ტიპიური დებულების დატკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 06/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.240.010.22.033.008.105 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.240.010.22.033.008.105
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №80
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №92, მუხ. 1047) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები