“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის ტიპიურ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 984
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 10/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.767
  • Word
984
06/10/2005
სსმ, 118, 10/10/2005
190.040.000.22.033.007.767
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის ტიპიურ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.767

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 984

2005 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპურ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №92, მუხ. 1047) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ინსპექციის საქმიანობის სფერო

ინსპექცია მის სამოქმედო ტერიტორიაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საწარმოთა სახელმწიფო რეგისტრაციას, სამეწარმეო რეესტრის წარმოებას, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საგადასახადო საჩივრების განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ახორციელებს საწარმოთა სახელმწიფო რეგისტრაციას და უზრუნველყოფს სამეწარმეო რეესტრის წარმოებას;”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი