დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 08/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.290 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/09/2005 - 18/01/2006)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №156
2005 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად:
საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
გიორგი მახარაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გ. ხევიაშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ზ. შხვაცაბაიასა და მ. ქურიძეს.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები