,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 20/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.668
  • Word
27
14/02/2007
სსმ, 23, 20/02/2007
010.220.020.10.003.000.668
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №27

2007 წლის 14 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე –  რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვასიკო მანაგაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“ თავმჯდომარე

ლევან ორკოშნელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი