,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 10/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.517
  • Word
133
04/07/2006
სსმ, 91, 10/07/2006
010.220.020.10.003.000.517
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2006 წლის 4 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვასიკო მანაგაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ – „სამტრესტის“ თავმჯდომარე

ლევან ორკოშნელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ჯ. ინაიშვილს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ე. სურმანიძეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ზ. შხვაცაბაიასა და მ. ქურიძეს.“.

4. დადგენილების 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის დებულება“.

6. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.“.

7. დებულების მესამე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სახის ინფორმაცია;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი