,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 24/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.396
  • Word
13
18/01/2006
სსმ, 9, 24/01/2006
010.220.020.10.003.000.396
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

გიორგი მახარაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ე. სურმანიძეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ზ. შხვაცაბაიასა და მ. ქურიძეს.“.

3. დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დამტკიცდეს საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი

საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის აქტებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების შესახებ წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

ბ) საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

გ) საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სახის ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას.

2. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთი კვირის ვადაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.