კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების (2014 წლის 25 აგვისტო) თანახმად, აღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ: გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამარტივებული შესყიდვების განხორციელების საკითხს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უთანხმებს წარმომადგენლობით ორგანოს, ე.ი ზემოხსენებული საკითხი უნდა განიხილოს საკრებულომ და უნდა გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის თანხმობის მიცემის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირით ადრე, ამასთანავე, საკრებულოს რიგგგარეშე სხდომის მოწვევა და საკრებულოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის გამარტივებული შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის შესახებ, გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული, რაც ხელს შეუშლის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, დროული რეაგირება მოახდინოს გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობა არის ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას. ამასთანავე, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული კანონის (მიღების თარიღი:30/07/2014, გამოქვეყნების თარიღი: 11/08/2014,) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი(აღმასრულებელი ორგანო) ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში შევიდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამარტივებული შესყიდვები განახორციელოს წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

ჯორჯი (ჯორჯი)
სხვა
რეგ. თარ: 2014/09/01
ბოლო შემოს: 2014/09/10 09:30:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაინტერესებს რა ჯარიმებს ითვალისწინებს კოდექსის ამ მუხლის დარღვევა 40 საათიან სამუშაო კვირასთან დაკავშირებით საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ორგანიზაციებში?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს ორგანული კანონით დადგენილი წესით, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს მთავრობა?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

იუსტიციის მინისტრის N216 ბრძანებით განსაზღვრული განრიდების პირობები ეწინააღმდეგება ამ მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს.

mananachikviladze's picture
mananachikviladze (მანანა ჩიკვილაძე)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
რეგ. თარ: 2014/09/09
ბოლო შემოს: 2021/06/10 14:45:47
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვარ სერთიფიცირებული (I-VI კლ) მასწავლებელი, მაქვს 4 სთ მეხუთე კლასში, მივიღებ თუ არა სერთიფიცირების დანამატს

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ამ მუხლის მე–5 მეორე პრიმა პუნქტის თანახმად სასამართლო იღებს საოქმო ჩანაწერ 21–ე პირველი პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ უკანასკნელი ნორმის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ი თ საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ამასთანავე, პლენუმი 2 კვის ვადაში იღებს შესაბამის საოქმო ჩანაწერს(თუ დაუშვებს განსახილველად) ან განჩინებას(თუ უატყოფს), ხოლო თუ თავჯდომარის გადასაწყვეტია 7 დღეში რ ე ზ ო ლ უ ც ი ი თ ნიშნავს განსახილველად მიღების პლენუმზე განხილვის თარიღს ან არსებითი განხილვის თარიღს. 43–ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა ვიგულისხმოთ, რომ რომელიმე შემთხვევაში უკვე არსებითად განხილვის დასრულების შემდეგ იღებს საოქმო ჩანაწერს?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

იმდენი ნორმა მეორდება ამ ორგანულ კანონში და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონში და ამასთან, ეს ორი ნორმატიული აქტი იმდენად ავსებს ერთმანეთს სასურველია ერთი ახალი კანონის (საერთო ნორმების სახით შედგენილის) ჩამოყალინება და მიღება.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პრაქტიკოსი იურისტი - არ არის მასე. დანაშაულთა ერთობლიობის დროს შთანთქავს მკაცრი ნაკლებად მკაცრს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობის დროს კი ბოლო განაჩენი წინა განაჩენს. (ამ მუხლის მე-5 ნაწილი)

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ა) ამ მუხლში გარკვევით არის დაფიქსირებული რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა ! ბ) 73-ე მუხლში ასევე ნათლად არის დაფიქსირებული რომ პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. გ) 69-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვა უმაღლესი, რაც პირდაპირ უსმევს ხაზს იმას რომ პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ! ( ყოველივე აქედან გამომდინარე რამდენად კონსტიტუციურია დღევანდელი პრეზიდენტის ამბიციები, თავად განსაჯეთ ).

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული მუხლი მხოლოდ საგამონაკლისო წესით სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას განსაზღვრავს. ამასთან, ოRგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად,საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიენიჭა, ვთქათ საგამონაკლისო წესის მსგავსად რატომ უნდა იწვევდეს ეს ფაქტი საქართვლოს მოქალაქეობის დაკარგვას? 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დადგენილი წესი არ ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონკლისო წესით მიენიჭა. სასურველია კანონმდებელმა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიჩნევისას დათქმა გააკეთოს საგამონაკლისო წესით, კერძოდ თუ საქართველოს მოქალაქეს უცხო სახელმწიფო არა ჩვენი მოქალაქის არამედ თავისივე ინიციატივით მოქალაქეობის მინიჭებს ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას არ გამოიწვევს.

teimurazi1960 (teimuraz1960 mamrikishvili)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2014/09/11
ბოლო შემოს: 2014/09/12 12:36:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქუტაისის პროკურატურის უკანონო ქმედებები კრიტიკასაც კი ვერ უძლებს.როგორ მოვიქცეთ

gkubla10 (ჯუმბერ მინასიანი)
სხვა
რეგ. თარ: 2014/09/14
ბოლო შემოს: 2014/09/14 17:20:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოგესალმებით, იტვლება თუარა სსიპ-ში სამსახური საჯარო სამსახურად? გასატვლისიწინებელია, რომ აღნიშნული სსიპ-ი არის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე. ეკუთვნის კულტურის სამინისტროს

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

:-)

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

რატომ მხოლოდ მე–15 ნაწილია და არა მე–14 და მე–15 ნაწილწბით დადგენილი წესით? ამ მუხლით სამართალწარმოების მიმდინარეობის დროსაც დასაშვებია,რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ეცნობოს შესაბამის პირს.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

დაზარალებულს რა უფლებები აქვს ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობაზე? კერძოდ, წინასასამართლო სხდომამდე 10 დღით ადრე საქმის მასალების გაცნობისას?

lukrensio's picture
lukrensio (ირმა)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2014/09/15
ბოლო შემოს: 2018/01/05 17:07:16
კონტაქტი - ყველა კომენტარი

irmamolashkhia@mail.ru

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

სასჯელისაგან განთავისუფლებული მსჯავრდებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ, ხოლო ბრალდებული სსსკ–ის 218–ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად–ნასამართლევად.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ამ მუხლშიც ხომ არ არის საჭირო შეზღუდვის დაწესება 144–ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთვევებთან დაკავშირებით? რადგან სსსკ–ის 218–ე მუხლი სრულად არ განსაზღვრავს ამ მუხლის შესატყვის დებულებებს. პირიქით დათქმა გაკეთებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად განთავისუფლების შემთხვევაზე და არა ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებაზე.თუ ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისგან სრულად განთავისუფლება ერთიდაიგივე შინაარსს მოიცავს ცალკე მუხლი არის კი საჭირო?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

KGablishvili@sao.ge

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

სსკ–ის 79–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

სსსკ–ის 291–ე მუხლის თანახმად, საჩივრდება ერთჯერადად, 10 ღის ვადაში, ოღონდ არა სააპელაციოს კოლეგიაში არამედ სააპელაციოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამის ჩაწერა ამ მუხლშიც შეიძლებოდა.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ამ მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად მიღებული განჩინებები, რატომ არ შეიძლება გადაიისინჯოს 310–ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში? 310–ე მუხლი ხომ მხოლოდ განაჩენის გადასინჯვას მოიცავს. შეწყვეტაზე განჩინება კი მხოლოდ ერთჯერადად საჩივრდება. 310–ე მუხლის გამოყენება ასევე ფაქტიურად შეუძლებელია სსსკ–ის 250–ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების მიღებისა.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კონსტიტუციით მხოლოდ ორი საგამონაკლისო შემთხვევაა გათვალისწინებული, კერძოდ თუ პირს დევნიან პოლიტიკური მრწამსის გამო ან ჩადენილი აქვს ისეთი ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. ალბათ იმიტომ, რომ თუ მომთხოვნი მხარე მისცემს საქართველოს გარანტიას, რომ პირის მიმართ სიკვდილით დასჯას არ გამოიყენებს საქართველოს შეუძლია ასეთი პირი მომთხოვნ სახელმწიფოს გადასცეს.

maikomirianashvili's picture
maikomirianashvili (maikomirianashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/24
ბოლო შემოს: 2016/03/22 14:46:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოხელეს, რომელიც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურამდე 3 თვის ვადით და კონკურსის დროს არის 9 თვის ფეხმძიმე, ეკუთვნის თუ არა ანაზღაურებადი სადეკრეტო შვებულება 183 კალენდარული დღით და შეიძლება თუ არა, რომ მისი შტატი კონკურსის დროს არ გამოცხადდეს ვაკანტურად? უნარჩუნდება თუ არა ამ შემთხვევაში სამსახური? მადლობთ

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო მაია,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 41 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 183 კალენდარული დღის ოდენობით , ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღის ოდენობით . მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარება , ე.ი. თუ, მოხელე (მიუხედავად იმის ის დანიშნულია თუ არა კონკურსის წესით) დამსაქმებელს წარუდგენს საავადმყოფო ფურცელს ორსულობისა და მშობიარობის გამო, დამსაქმებელი ვალდებულია მას მისცეს შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, მათ შორის ანაზღაურებადი შვებულება 183 დღით. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი მიიღება კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ე.ი. დროებით მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს სანამ კონკურსში გამარჯვებული არ გამოვლინდება და არ დაინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე, სხვა გამონაკლისს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე, დროებით მოვალეობის შემსრულებელმა უნდა მოითხოვოს, ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო და დამსაქმებელს წარუდგინოს შესაბამისი საავადმყოფო ფურცელი, დამსაქმებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს მოხელის მოთხოვნა.

KAWI (xatia xaburzania)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2014/09/21
ბოლო შემოს: 2014/09/21 15:10:32
კონტაქტი - ყველა კომენტარი

cvlilebebi romelic ganxorcielda 2014 wels "organizaciul samartlebriv formebshi" sad sheidzleba movidzio?? tu shegidzliat damexmaret wyaroebshi..

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ხომ არ ჯობია ამ მუხლშივე გაერთიანდეს მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, ტექსტში მითითებით ან/და რადაგან პრაქტიკაში დასაშვები და შესაძლებელია ორივე პრივილეგირებული გარემოების ერთდროულად არსებობა და ასეთ შემთხვევაში გამიჯვნა საკმაოდ რთული იქნება.

mirian.kapanadze's picture
mirian.kapanadze (მირიან კაპანაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2014/02/10
ბოლო შემოს: 2018/02/13 19:27:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეც მაინტერესებს :(

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კონკურენციაა 143-ე პირველ პრიმა, მეორე პრიმა მუხლების 134–ე მუხლთან, 171–ე მუხლთან, 253–ე მუხლთან და 255–ე პიმა მუხლთან მიმართებაში.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ეს დანაშაული ანგარებით ან სხვა პირადი მოტივითაც შეიძლება ჩადენილი იქნეს და ვინაიდან ბრალის ნიშნებთან გვექნება საქმე აუცილებელია მაკვალიფიცირებელ გარემოებად განისაზღვროს.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

თუ პირს ემუქრებიან, რომ ახლო ნათესავის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ შექმნიან 144 პირველი პრიმა მუხლში მითითებულ პირობებს, მოპყრობას და არა უშუალოდ მასზე, იძლევა კი ამ მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას? ეს მუხლი არის იძულება წამების მუქარით.

nitam-psp (nino tamazashvili)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/06/05
ბოლო შემოს: 2014/11/10 14:02:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

dasabegri operaciis tanxis koreqtireba

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

თუ ორი ან მეტი ადამიანის სიცოცსლის მოსპობა გამოიწვია? სხვა მძიმე შედეგში ამის გააზრება შეუძლებელია. ასეთი მაკვალიფიცირებელი გარემოება უფრო ნაკლები საშიშროების დანაშაულების ჩადენის შემთხვევაშია გათვალისწინებული აქ კი კანონმდებელი დაუშვებლად მიიჩნევს? თუ პირმა აფეთქებით ერთი პირის მოკვლა განიზრახა და აღასრულა მეოთხე ნაწილია, ხოლო თუ ორი ან მეტი პირის მოკვლის განზრახვით მოქმედებდა ასეთი საშუალებით?????

sandro385's picture
sandro385 (ალექსანდრე ამაშუკელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2012/07/05
ბოლო შემოს: 2023/12/08 22:01:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორც პრაქტიკაში ჩანს, ამ მუხლში მითითებულ ვადებს მოსამართლეების არ იცავენ. აბრალებენ გადატვირთულ გრაფიკს, თუმცა თარიღის დასახელება რატომ არის პრობლემა გაუგებარია.

xatua (xatia chkonia)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2012/12/05
ბოლო შემოს: 2014/10/08 15:08:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული მუშაობს შეთავსებით (ნახევარ განაკვეთზე) როგორ ხდება მუშაობის 11 თვის გამოთვლა?

Datokhipashvili (Davit Khipashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2014/10/10
ბოლო შემოს: 2014/10/10 03:08:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობათ,მე მაინტერესებს ასეთი რამ, შრომითი ხელშეკრულების ვადა დამიმთავრდა 2014წ 1 ოქტომბერს. შემდეგ ახალი აღარ გამიგრძელეს, მაგრამ ამის გაფრთხილება მოხდა კანონით მოცემულ ვადაში ერთი თვით ადრე. მხოლო ჩემი მუშაობის პერიოდში 2001 წლიდან არასოდეს არ მისარგებლია შვებულებით. შემიძლია თუ არა მოვითხოვო 2014 და 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო დავით, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად, საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას(37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი), გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებას. თუ, დამსაქმებელი კერძო სამართლის იურიდიული პირია(სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის 50% ნაკლები წილის მქონე საწარმო), მას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გასცეს ზემოხსენებული თანხა.

gia's picture
gia (gia)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/16
ბოლო შემოს: 2023/12/05 15:54:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ზოგადად კონსტიტუციაში შეიძლება დაზუსტებული იყოს რომელიმე ნორმა (მაგ: ვადები ან წესი), ხოლო :-) რაც შეეხება ჩამონათვალს არც კონსტიტუცია და არც საერთაშორისო აქრები ამომწურავად არ ცნობს

gio8115's picture
gio8115 (giorgi kevkhishvili)
სხვა
რეგ. თარ: 2013/11/28
ბოლო შემოს: 2017/12/18 22:19:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

aq ertoblioba gvaqvs, radgan saxeze me-2 da me-3 nawilebit gatvaliswinebuli qmedebebia chadenili. me-16 muxli ki ambobms, rom ,,danashaulta ertoblioba nishnavs am kodeqsis muxlit an muxlis nawilit....

lelaxatuni@mail.ru (ლელა ქავთარაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2014/10/21
ბოლო შემოს: 2014/10/21 17:21:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ENTARI

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ის ჩანაწერი, რომლითაც სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებისას მოხელეს ეძლევა მხოლოდ არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ე.ი. ზემოხსენებული ნორმის ანალიზის შედეგად საჯარო მოსამსახურეს უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში უნდა მიეცეს სრული ანაზღაურება და არა არაუმეტეს სამი თვის ანაზღაურება. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან.

teo3366 (თეო გუგავა)
სხვა
რეგ. თარ: 2014/10/29
ბოლო შემოს: 2014/10/29 13:32:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იცით რა მაინტერესებს, თუ დამქირავებელი არ აქცევს ყურადღებას ამ პუნქტს რომ ორსულისთვის ღამის თენება არ შეილება, თან ეს პუნქტი როგორც გადავავლე თვალი ჩემს ხელშეკრულებაში არაა მითიტებული და მთხოვენ ღამის თენებას რა შეძლება გავაკეთო?