დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3424 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 13/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.002.345 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
ამ კანონის მიზნებია ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა ინვესტიციების დაბანდებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი პროცედურების გაუმჯობესებით და დამატებითი სამართლებრივი რეჟიმის შექმნით.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციაზე, რომლებიც დაბანდებული და გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ამ კანონით დგინდება სპეციალური ნორმები და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების წახალისებისათვის.
3. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 .07 .200 6 წ., მუხ. 247
თავი II. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა
მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში
1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურებად საწყისებზე განახორციელოს. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 .07 .200 6 წ., მუხ. 247
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6627 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №848 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
1. ინვესტორს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეშვეობით;
ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეშვეობით;
გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემას და ქონების შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აწარმოე საქართველოში და ინვესტორთან.
თავი III . წინასწარი ლიცენზია და ნებართვა
მუხლი 5. წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი
1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ განსაზღვრული საქმიანობის/ქმედების განხორციელების უფლებას შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა:
ა) სარგებლობის ლიცენზიისა;
ბ) მშენებლობის ნებართვისა;
გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის სფეროში არსებული ლიცენზიისა (ნებართვისა).
2. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც იგი ითხოვს ლიცენზიას/ნებართვას. ტექნიკური პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური, რათა შესაძლებელი გახდეს პირობების მკაფიოდ განსაზღვრა (საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს; ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს). ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ხდიდეს შეუძლებელს მის დაკმაყოფილებას. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარადგინოს აღნიშნულ ვადაზე ადრე.
4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სალიცენზიო/სანებართვო პირობები და საჭიროების შემთხვევაში – მათი დაკმაყოფილების ვადები. სალიცენზიო/სანებართვო პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დაკმაყოფილების შეფასება და მონიტორინგი.
5. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს. დადასტურებას ახდენს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
6. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ შეცვლილი პირობები აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, რომლებიც აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას, იგი არ ვრცელდება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.
7. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 . 07 .200 6 წ., მუხ. 247
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349
თავი IV. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების ხელშემწყობი რეჟიმი
მუხლი 9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია
1. ინვესტორს, რომელიც გეგმავს, განახორციელოს ინვესტიცია, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 8 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უფლება აქვს, საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვოს თავის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მიანიჭოს მაღალმთიან რეგიონებში განხორციელებულ ინვესტიციას, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 2 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით დადებით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 10. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესი
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი ინვესტორმა შეიძლება მოითხოვოს ინვესტიციის განხორციელების დაწყებამდე ან მის შემდეგ.
2. ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მისანიჭებლად ინვესტორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს საინვესტიციო განაცხადს, რომელსაც უნდა დაერთოს ინვესტიციის განხორციელების დეტალური გეგმა.
3. საინვესტიციო განაცხადს შეისწავლის (შეისწავლიან) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამინისტრო (სამინისტროები) ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანო (ორგანოები) მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, რის საფუძველზედაც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული წამყვანი სამინისტროს მოტივირებული წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება ინვესტორს. აღნიშნულ ვადაში საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმად.
4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ინვესტიციის პირობები. მხარეთა შეთანხმებით საინვესტიციო გეგმასა და ხელშეკრულებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. ხელშეკრულების პირობები საჯაროა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისთანავე ინვესტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ეკისრება ინვესტიციების განხორციელების საგარანტიო თანხის დეპონირება, რომელიც შეადგენს ინვესტიციების მოცულობის 2 %-ს, ან შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში ვალდებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე სისტემატური მონიტორინგი აწარმოოს და შესაბამისი ანგარიში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.
8. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დეტალურად განსაზღვროს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების პროცედურა.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში უფლება აქვს, მაკონტროლებელი ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
მუხლი 12. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვა
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადით.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი უქმდება, თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების) გაუქმებას. ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა ძალაშია, თუ იგი არ გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება ინვესტორს.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
მუხლი 13. უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა ზოგიერთი უფლებამოსილება
1. (ამოღებულია - 20.07.2018, №3216).
2. (ამოღებულია - 20.07.2018, №3216).
3. ბაკურიანისა და გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4518-ვებგვერდი, 15.04.2011წ.
თავი V. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 14. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული საინვესტიციო საქმიანობა
ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით საქართველოს მთავრობას შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა პირმა, რომლის საქმიანობაც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხორციელდება მიმართვის დროისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიწყო შესაბამისი საინვესტიციო საქმიანობა.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349
1. ეს კანონი, გარდა მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 15 აგვისტოდან.
2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედების დღიდან.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 30 ივნისი.
№3424-რს
დოკუმენტის კომენტარები