„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 151/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.016671
151/ნ
27/09/2013
ვებგვერდი, 30/09/2013
270090000.22.022.016671
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №151/ნ

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში (სსმ 122, 24/10/2005) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ  ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.

2. მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1, №2, №3 და №4 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2013 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი 1
 

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია


მუხლი 1. რეგულირების სფერო
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში - სკოლა) მასწავლებელთა (შემდგომში - მასწავლებელი) შრომის ანაზღაურების ოდენობის გამოანგარიშების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება
1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.

2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამტი;

ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:

ბ.ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ბ.ბ) საქართველოს ისტორია;

ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;

გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

ე) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი;

ვ) სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი;

ზ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი;

თ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი;

ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების მასწავლებლების დანამატები;

კ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ მასწავლებლის დანამატი, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი კლასის დამრიგებელს მიეცემა მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში.


მუხლი 3. სქემის დახასიათება
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომში -სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა);

დ) სამუშაოს სპეციფიკა:

დ.ა) კლასკომპლექტი (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან  მეტ გაერთიანებულ კლასთან);

დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა ან/და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;

დ.გ) კლასის დამრიგებლობა;

დ.დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა კლასის დამრიგებლის მიერ;

დ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.


მუხლი 4. სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას, მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა, სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი განისაზღვრება 0,15-ით.

მუხლი 5. მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:

ა) სრული ზოგადი განათლება - 0.8;

ბ) პროფესიული განათლება - 0.9;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0;

დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (5-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5-წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი) - 1.1;

ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.

2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე (,,ა”) გადამრავლებით განისაზღვრება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:

ა) საბაზო თანამდებობრივი სარგო უტოლდება 305 ლარს;

ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)

სადაც:

Sal(m) =      გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი;

Sal(b)=        ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (305 ლარი);

Ed(c) =        მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c) =      მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);

WE(c )=      მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.

3. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები გამოიანგარიშება შესაბამისი კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით და არ არის მოცემული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში. 


მუხლი 6. სამუშაო სტაჟი
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის სამი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:

ა) 5 წლამდე - 0.2;

ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით - 0.5;

გ) 10 წლის ზემოთ - 0.6.

2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული შესაბამისი კოეფიციენტი მასწავლებლის განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს.

3. 5 წლამდე სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის პირველ დანართში, 5-დან 10 წლამდე − მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით − მე-3 დანართში.


მუხლი 7. მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე  დანამატების (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) კოეფიციენტები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასკომპლექტით სწავლება - 0.1;

ბ) არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება - 0.1;

გ) კლასის დამრიგებლობა - 0.25;

დ) კლასის დამრიგებლის მიერ მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა  -  0.08.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.


მუხლი 8. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით.

2. სამუშაო საათების მიხედვით  არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

ა) ნაწილობრივი დატვირთვა - გულისხმობს 36-ზე ნაკლებსაათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;

ბ) სრული დატვირთვა - გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი  კვირაში;

გ)  სრულზე მეტი დატვირთვა - გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

3. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა). მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი თანამდებობრივი სარგო=სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო დატვირთვა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.

4.სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 5 ლარის ოდენობით.

5. მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით  არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების,  სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში.  მასწავლებელს უფლება აქვს  მისი სამუშაოს ნაწილი - პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

6. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.


მუხლი 9. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლისა და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატები
1. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას და ასწავლის დაწყებით საფეხურზე I-IV კლასებში.

2. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა შეადგენს 75 ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატთან ერთად,  თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად მიეცემა მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის  დანამატი.

4. მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა შეადგენს 125 ლარს.

5. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატები იანგარიშება  ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.

6. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, კვირაში 13 და მეტი საგაკვეთილო საათით დატვირთვის  შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, იმ შემთხვევაშიც თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია 13 საგაკვეთილო საათზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სრული ოდენობები იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატების სრული ოდენობების მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.


მუხლი 10. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I -VI) კლასებსა და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატები
1. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას და ასწავლის შესაბამის საგანს დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებსა) და საბაზო/საშუალო საფეხურებზე.

2. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა შეადგენს 75 ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატთან ერთად,  თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად მიეცემა მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების  მასწავლებლის  დანამატი.

4. მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა შეადგენს 125 ლარს.

5. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატები იანგარიშება  ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.

6. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, კვირაში 15 და მეტი საგაკვეთილო საათით დატვირთვის  შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, იმ შემთხვევაშიც თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია 15 საგაკვეთილო საათზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სრული ოდენობები იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია დაწყებითი საფეხურის (I -VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატების სრული ოდენობების მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

8. სერტიფიცირებული მასწავლებლის და საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატების განსაზღვრა, ასევე თანამდებობრივი სარგოს 1000 ლარამდე შევსება I-XII კლასების სერტიფიკატის მფლობელი მასწავლებლისათვის განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.


მუხლი 11. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი
1. მასწავლებელს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტულ ნაწილს, ყოველთვიურად მიეცემა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი.

2. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა  შეადგენს 75 ლარს.

3. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი იანგარიშება  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამის საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.


მუხლი 12. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების მასწავლებლების დანამატები
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების საგნის მასწავლებელს, რომელიც წარმატებით  ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ერთ-ერთ საგანში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) ყოველთვიურად მიეცემა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების საგნის მასწავლებლის დანამატი.

2. ჩვენი საქართველოს საგნის მასწავლებელს, რომელიც წარმატებით  ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ერთ-ერთ საგანში (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) ყოველთვიურად მიეცემა ჩვენი საქართველოს საგნის მასწავლებლის დანამატი.

3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების მასწავლებლების დანამატების სრული ოდენობა  შეადგენს 75 ლარს.

4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების მასწავლებლების დანამატები იანგარიშება  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამის საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ  მასწავლებლებს მიეცემათ ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების მასწავლებლების დანამატების სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.


მუხლი 13. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ მასწავლებლის დანამატი, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის  V და VI კლასებში
1. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელ იმ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად მიეცემა საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ მასწავლებლის დანამატი, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში.

2. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ მასწავლებლის დანამატის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში, სრული ოდენობა  შეადგენს 75 ლარს.

3. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ მასწავლებლის დანამატი, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში, იანგარიშება  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამის საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ მასწავლებლის დანამატის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში, სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.


მუხლი 14. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში
მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

მუხლი 15. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების უმარტივესი გზა:

ა)  დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 408,70 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 30,5+76,25=106,75 ლარს);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (408,7 +106,75=515,45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 515,45 ლარს.

3. აღნიშნული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა)    305*1,1+305*1,1*0,15+305*0,5*0,15=408,7 ლარი (დანართი №2);

ბ)    305*0,1+305*0,25=106,75 ლარი (დანართი №4);

გ)  უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 408,7+106,75=515,45 ლარი.

 

დანართი №1 

0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

 

 

 სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

289.75

2

პროფესიული განათლება

0.9

324.83

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

359.90

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

394.98

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

430.05

სამუშაო სტაჟიX

 

 

6

X≤ 5 წელი

0.2

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო = ბაკალავრიატი = 1 თვე
 

305

 

         

                                                                                                                                                         

 

დანართი №2

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

 

 

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

303.48

2

პროფესიული განათლება

0.9

338.55

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

373.63

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

408.70

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

443.78

სამუშაო სტაჟი  X

 

 

6

5 წელი < X ≤10 წელი

0.5

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო = ბაკალავრიატი = 1 თვე

305

 

 

 

დანართი №3

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

 

 

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტები

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

308.05

2

პროფესიული განათლება

0.9

343.13

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1

378.20

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

413.28

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

448.35

სამუშაო სტაჟი  X

 

 

6

X > 10წელი

0.6

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო=ბაკალავრიატი=1 თვე

305

 

 

 

დანართი №4 

მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

კლასკომპლექტით სწავლების დანამტი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

არაქართულენოვან სკოლებშქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

კლასის დამრიგებლობის დანამატი

 

მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი

0.1

0.1

0.25

0.08

30,5

30,5

76,25

24,4

 

 

 

 

 საბაზო თანამდებობრივი სარგო=ბაკალავრიატი=1თვე

305