დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 661 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 08/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/11/2006 - 24/01/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №661
2006 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კოსმოსური სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ თვეში უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისათვის გადაცემა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება წლიური საბიუჯეტო კანონით სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისათვის გადაცემის მიზნით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №615 და „თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №219 ბრძანებულებები.
6. ამ ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
7. ბრძანებულება, გარდა პირველი და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები