„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
  • Word
58
24/01/2007
სსმ, 10, 26/01/2007
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №58

2007 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის №661 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №150, მუხ. 2081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ოთხ თვეში უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“;

ბ) ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 4 თვის შემდეგ.“.

2. ბრძანებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი