დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 10/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2006 - 25/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №104
2006 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს:
ა) მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტითა და ავტობუსებით ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვა;
ბ) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობების რეგულირებისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები