დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 886 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 04/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.08.002.016047 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №886
2010 წლის 3 ნოე მბერი
ქ. თბილისი
,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006წ., №19, მუხ. 220) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) ბრძანებულებას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ შესაძლებელია განისაზღვროს აგრეთვე M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“;
ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრამდე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები