დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 758 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 26/12/2006 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.110.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარგისტრაციო კოდი 240.110.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №758
2006 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, №19, 2006 წ., მუხლი 220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;“;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის რეგულირებისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“;
გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2008 წლის 1 იანვრამდე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები