დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 831 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 17/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/10/2005 - 22/07/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №831
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის დასვენების ორგანიზებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი „ვარციხე“ (შემდგომში – ცენტრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი, დაამტკიცოს მისი დებულება და დანიშნოს ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბაღდათის რაიონის დაბა ვარციხეში მდებარე სამთავრობო რეზიდენციის კომპლექსის და მის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრისათვის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები