საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ ლიკვიდაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519007, 19/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016232
265
18/05/2011
ვებგვერდი, 110519007, 19/05/2011
040030000.08.002.016232
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №265

2011 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი ,,ვარციხე“ (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი