დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 26/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №538
2010 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №119, მუხ. 1317) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები