საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 752
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 20/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
752
19/09/2005
სსმ, 110, 20/09/2005
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/09/2005 - 10/01/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №752

2005 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი).

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.

მ. სააკაშვილი