დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 888 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 01/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №888
2009 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №110, მუხ. 1212) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად ცენტრის დებულების პროექტის წარდგენა 2010 წლის 1 იანვრამდე;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა 2010 წლის პირველი იანვრიდან.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.“;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შედგენისას უზრუნველყოს ცენტრის დაფინანსების საკითხის ასახვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“;
ე) დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე 2010 წლის 1 იანვრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან გაცემულ თანხებზე.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანებულების „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები