„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016737
34
28/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
040030000.08.002.016737
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №34

2013 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., №110, მუხ. 1212) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“;

ბ)  ბრძანებულების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდეგში - ცენტრი).“;

გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უზრუნველყოს:

 ა) საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად ცენტრის დებულების პროექტის წარდგენა 2013 წლის 1 მარტამდე;

 ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა 2013 წლის 1 მარტამდე.“;

დ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი