დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2486 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.05.001.002.104 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (26/12/2013 - 08/02/2017)
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6 500 ლარი;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 6 300 ლარი;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 6 000 ლარი;
ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი;
მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.
2. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.442
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №798 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.260
საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1883 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.442
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 19) და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2486-რს
დოკუმენტის კომენტარები