საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.05.001.002.104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2486
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
270.090.000.05.001.002.104
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/06/2007 - 28/12/2007)

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 4 100 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 700 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 400 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 3 100 ლარი;

ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 3 100 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 400 ლარი;

ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 2 100 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 1 750 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1 750 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 1650 ლარი;

ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 1 550 ლარი;

მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.

2. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231

     მუხლი 1 1 .

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 19) და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2486-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231