დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 29/12/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.013.986 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2009 - 21/06/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.013.986
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №238
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულება“.
2. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის თანდართული ფორმა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №2).
4. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №3).
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანება.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2011 წლის 1 იანვრამდე.
ზ. ადეიშვილი
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულება
მუხლი 1
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) მიზანია საქართველოში მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2
1. ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა, სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე).
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
მუხლი 3
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარდგენა სავალდებულოა.
2. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სარეგისტრაციოდ წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
მუხლი 4
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მონაცემების შეტანა ხორციელდება როგორც სარეესტრო ჩანაწერით, ისე კომპიუტერული წესით.
მუხლი 5
1. ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადასცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი, ამავე ვადაში, სარეგისტრაციოდ გადასცეს სამინისტროს.
2. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული ვერსიის სახით.
3. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე „WINDOWS“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: SYLFEAN, LITNUSX ან ACADNUSX.
4. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტებისა) სამინისტროს („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“) გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იქნეს აგრეთვე ნორმატიული აქტის ელექტრონული ვერსია. ნორმატიულ აქტებს (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა), უნდა დაერთოს სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.
5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება მარეგისტრირებელ ორგანოში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს). სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის ერთ ეგზემპლარს, მისი რეგისტრაციის შემდეგ, დასკვნასთან ერთად, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.
6. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის ყველა ეგზემპლარს მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
7. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ნორმატიული აქტი ასევე უნდა იყოს დამოწმებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უფლებამოსილი პირის (ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების შემთხვევაში – დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამმართველოს უფროსის ან ამავე სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით.
8. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იყოს აკინძული. ამ შემთხვევაში ბეჭედი და ხელმოწერა უნდა დაესვას ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.
9. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
10. ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნულ უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
11. საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;
ე) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ზ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;
თ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
მუხლი 6
„საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ „თ“ ქვეპუნქტების მონაცემები.
მუხლი 7
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს.
მუხლი 8
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი | 01 |
| 2 | საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება | 02 |
| 3 | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება | 03 |
| 4 | საქართველოს ორგანული კანონი | 04 |
| 5 | საქართველოს კანონი | 05 |
| 6 | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი | 06 |
| 7 | საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი | 07 |
| 8 | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება | 08 |
| 9 | საქართველოს პარლამენტის დადგენილება | 09 |
| 10 | საქართველოს მთავრობის დადგენილება | 10 |
| 11 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება | 11 |
| 12 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება | 13 |
| 13 | აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება | 14 |
| 14 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება | 15 |
| 15 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება | 16 |
| 16 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება | 17 |
| 17 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება | 18 |
| 18 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება | 19 |
| 19 | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება | 20 |
| 20 | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება | 21 |
| 21 | საქართველოს მინისტრის ბრძანება | 22 |
| 22 | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება | 25 |
| 23 | თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება | 41 |
| 24 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება | 42 |
| 25 | საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება | 43 |
| 26 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება | 44 |
| 27 | სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება | 45 |
| 28 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება | 46 |
| 29 | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება | 47 |
| 30 | ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება | 48 |
| 31 | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი | 40 |
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია | 29 |
| 2 | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი | 30 |
| 3 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება | 31 |
| 4 | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება | 32 |
| 5 | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება | 33 |
| 6 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება | 34 |
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება | 35 |
| 2 | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება | 36 |
| 3 | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება | 37 |
| 4 | ქ. თბილისის მერის (რაიონის გამგებლის) ბრძანება | 38 |
მუხლი 9
1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | საქართველოს პარლამენტი | 001 |
| 2 | საქართველოს პრეზიდენტი | 002 |
| 3 | საქართველოს მთავრობა | 003 |
| 4 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო | 004 |
| 5 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია | 006 |
| 6 | აუდიტორული საქმიანობის საბჭო | 007 |
| 7 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 008 |
| 8 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია | 009 |
| 9 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია | 010 |
| 10 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 011 |
| 11 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 012 |
| 12 | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე | 013 |
| 13 | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო | 014 |
| 14 | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო | 017 |
| 15 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | 022 |
| 16 | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | 023 |
| 17 | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი | 024 |
| 18 | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი | 025 |
| 19 | საქართველოს თავდაცვის მინისტრი | 026 |
| 20 | საქართველოს იუსტიციის მინისტრი | 027 |
| 21 | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი | 028 |
| 22 | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი | 029 |
| 23 | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | 030 |
| 24 | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | 032 |
| 25 | საქართველოს ფინანსთა მინისტრი | 033 |
| 26 | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | 034 |
| 27 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | 035 |
| 28 | საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | 037 |
| 29 | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი | 038 |
| 30 | თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი | 046 |
| 31 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 047 |
| 32 | საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 048 |
| 33 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი | 048 |
| 34 | სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი | 050 |
| 35 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი | 051 |
| 36 | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი | 052 |
| 37 | ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო | 053 |
| 38 | სხვა ადმინისტრაციული ორგანო | 036 |
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო | 049 |
| 2 | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა | 040 |
| 3 | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი | 041 |
| 4 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია | 042 |
3. თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | თვითმმართველი ერთეული | კოდი |
| 1 | საქართველოს დედაქალაქი თბილისი | 101 |
| 2 | აჟარის მუნიციპალიტეტი | 102 |
| 3 | მესტიის მუნიციპალიტეტი | 103 |
| 4 | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 104 |
| 5 | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 105 |
| 6 | ხობის მუნიციპალიტეტი | 106 |
| 7 | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 107 |
| 8 | სენაკის მუნიციპალიტეტი | 108 |
| 9 | მარტვილის მუნიციპალიტეტი | 109 |
| 10 | აბაშის მუნიციპალიტეტი | 110 |
| 11 | თვითმმართველი ქალაქი ფოთი | 111 |
| 12 | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 112 |
| 13 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 113 |
| 14 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 114 |
| 15 | ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 115 |
| 16 | ცაგერის მუნიციპალიტეტი | 116 |
| 17 | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 117 |
| 18 | ონის მუნიციპალიტეტი | 118 |
| 19 | ხონის მუნიციპალიტეტი | 119 |
| 20 | სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 120 |
| 21 | ვანის მუნიციპალიტეტი | 121 |
| 22 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 122 |
| 23 | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 123 |
| 24 | ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 124 |
| 25 | ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 125 |
| 26 | თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 126 |
| 27 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 127 |
| 28 | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 128 |
| 29 | ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 129 |
| 30 | საჩხერის მუნიციპალიტეტი | 130 |
| 31 | ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 131 |
| 32 | თვითმმართველი ქალაქი ბათუმი | 132 |
| 33 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 133 |
| 34 | ქედის მუნიციპალიტეტი | 134 |
| 35 | შუახევის მუნიციპალიტეტი | 135 |
| 36 | ხულოს მუნიციპალიტეტი | 136 |
| 37 | ადიგენის მუნიციპალიტეტი | 137 |
| 38 | ახალციხის მუნიციპალიტეტი | 138 |
| 39 | ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 139 |
| 40 | ასპინძის მუნიციპალიტეტი | 140 |
| 41 | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 141 |
| 42 | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 142 |
| 43 | ხაშურის მუნიციპალიტეტი | 143 |
| 44 | ქარელის მუნიციპალიტეტი | 144 |
| 45 | თიღვის მუნიციპალიტეტი | 145 |
| 46 | ქურთის მუნიციპალიტეტი | 146 |
| 47 | ერედვის მუნიციპალიტეტი | 147 |
| 48 | გორის მუნიციპალიტეტი | 148 |
| 49 | კასპის მუნიციპალიტეტი | 149 |
| 50 | ახალგორის მუნიციპალიტეტი | 150 |
| 51 | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 151 |
| 52 | დუშეთის მუნიციპალიტეტი | 152 |
| 53 | მცხეთის მუნიციპალიტეტი | 153 |
| 54 | თიანეთის მუნიციპალიტეტი | 154 |
| 55 | წალკის მუნიციპალიტეტი | 155 |
| 56 | დმანისის მუნიციპალიტეტი | 156 |
| 57 | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | 157 |
| 58 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 158 |
| 59 | მარნეულის მუნიციპალიტეტი | 159 |
| 60 | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 160 |
| 61 | გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 161 |
| 62 | ახმეტის მუნიციპალიტეტი | 162 |
| 63 | თელავის მუნიციპალიტეტი | 163 |
| 64 | ყვარლის მუნიციპალიტეტი | 164 |
| 65 | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 165 |
| 66 | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 166 |
| 67 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 167 |
| 68 | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 168 |
| 69 | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი | 169 |
დანართი №1
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა
| № | ნორმა-ტიული აქტის სახე | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება | ნორმა-ტიული აქტის სათაური | მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი | ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) | გამოქვეყ-ნების წყარო და თარიღი | ნორმა-ტიული აქტის სახელ-მწიფო სარეგის-ტრაციო კოდი | ნორმა-ტიულ აქტში ცვლილე-ბისა და დამატების შეტანის თარიღი |
| 2 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 10 სმ. | 3 სმ. | 3 სმ. | 5 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 7 სმ. |
დანართი №2
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა
| № | საერთა-შორისო ხელშეკ-რულების სახე | საერთაშო-რისო ხელშეკ-რულების მიმღები ორგანო (ხელშემ-კვრელი მხარეები) | საერთაშორისო ხელშეკრულების სათაური | საერთა-შორისო ხელშეკ-რულების ხელმო-წერის თარიღი და ადგილი | ინფორმაცია შიდა სახელმწი-ფოებრივი პროცედუ-რების განხორციე-ლების შესახებ | საქართვე-ლოსათვის საერთა-შორისო ხელშეკ-რულების ძალაში შესვლის თარიღი | საგარეო საქმეთა სამინის-ტროს მიერ მინიჭე-ბული სარეგის-ტრაციო ნომერი | გამოქ-ვეყნე-ბის წყარო და თარიღი | სახელმწიფო სარეგისტრა-ცო კოდი | საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლებაში შეტანილი ცვლილების და დამატების შეტანის თარიღი |
| 2 სმ. | 3 სმ. | 4 სმ. | 8 სმ. | 3 სმ. | 4 სმ. | 3 სმ. | 3 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 7 სმ. |
დანართი №3
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა
| № | ნორმა-ტიული აქტის სახე | ნორმატიუ-ლი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებო-ბის პირის) სახელწო-დება | ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური | მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრა-ციო ნომერი | ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) | ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრა-ციო კოდი | ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი |
| 2 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 10 სმ. | 3 სმ. | 3 სმ. | 5 სმ. | 4 სმ. | 7 სმ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები