„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 21/06/2010
ძალაში შესვლის თარიღი 12/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.014763
  • Word
118
21/06/2010
სსმ, 72, 21/06/2010
040150000.22.027.014763
„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.014.763

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №118

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებით (სსმ III, №158, 29.12. 2009წ., მუხ. 1922) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები უნდა მომზადდეს კომპიუტერზე Windows-ის სისტემაში შრიფტით Sylfaen, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიულ აქტი შედგება სქემების, ცხრილების ან/და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ზ. ადეიშვილი