ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 14/07/2010
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.014858
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
134
14/07/2010
სსმ, 85, 14/07/2010
040150000.22.027.014858
ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2010 - 28/09/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.014.858

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №134

2010 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების  დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესი“;

ბ)  ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №1);

გ)  ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის  ფორმა (დანართი №2);

დ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა (დანართი №3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ძალაშია 2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე.

ზ. ადეიშვილი

ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესი

    მუხლი 1

1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით იქმნება  ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახლმწიფო რეესტრი), რომლის წარმოებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე).

2. სახელმწიფო რეესტრი წარმოებს ბეჭდვითი ან/და ელექტრონული ფორმით.

3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 2

1. ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში არეგისტრირებს და აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.

3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის  გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.

    მუხლი 3

1. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ნორმატიულ აქტს არეგისტრირებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და აქვეყნებს მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს არეგისტრირებს და აქვეყნებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 3 დღის ვადაში. ერთობლივი ნორმატიული აქტი, რომელიც უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ ხელმოწერილია სხვადასხვა დღეს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გადაეცემა ბოლო ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში. ერთობლივ ნორმატიულ აქტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის დღეებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.

3. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.

4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.

6. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.

7. ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ბეჭდვითი ფორმით ნორმატიული აქტის წარდგენამდე შესაძლებელია მისი ელექტრონული ასლის სახით წარდგენა შესაბამის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად. ამ შემთხვევაში წარმომდგენი პასუხისმგებელია ელექტრონული ასლისა და ბეჭდვითი ნორმატიული აქტის ურთიერთშესაბამისობაზე. ნორმატიული აქტის ელექტრონული ასლის სახით წარდგენის შემთხვევაში წარმომდგენი ვალდებულია 30 დღის ვადაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცეს  ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტი.

8. გამოქვეყნებისათვის წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა)  თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

9. გამოქვეყნებისათვის ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.

10. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, გამოსაქვეყნებლად წარდგენილი უნდა იყოს აკინძული. ამ შემთხვევაში ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა უნდა დაესვას ბოლო ფურცლის უკანა მხარეს ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.

    მუხლი 4

1. გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნორმატიული აქტი მის გამოქვეყნებამდე  რეგისტრირდება სახელმწიფო რეესტრში და ენიჭება სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის  ნორმატიული აქტები რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.

3. ბეჭდვითი ფორმის ნორმატიულ აქტს მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.

4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და გამოქვეყნებას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

5. გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტზე აღნიშნული უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

    მუხლი 5

სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;

გ) ნორმატიული აქტის სათაური;

დ) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;

ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);

ზ) გამოქვეყნების წყარო და თარიღი;

თ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;

ი) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი.

კ) ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების შესახებ (საერთაშორისო ხელშეკრულებების შემთხვევაში).

    მუხლი 6

„საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში.

    მუხლი 7

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება  20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს.

    მუხლი 8

1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი

01

2

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება

02

3

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება

03

4

საქართველოს ორგანული კანონი

04

5

საქართველოს კანონი

05

6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

06

7

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

07

8

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

08

9

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

09

10

საქართველოს მთავრობის დადგენილება

10

11

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება

11

12

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება

13

13

აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება

14

14

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება

15

15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

 მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება

16

16

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება

17

17

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

18

18

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება

19

19

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება

20

20

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

 თავმჯდომარის ბრძანება

21

21

საქართველოს მინისტრის ბრძანება

22

22

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება

25

23

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება

41

24

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება

42

25

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება

43

26

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება

44

27

სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება

45

28

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო   დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება

46

29

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება

47

30

ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება

48

31

სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი

40

 

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

29

2

ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

30

3

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება

31

4

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება

32

5

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება

33

6

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება

34

 

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება

35

2

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

36

3

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება

37

4

ქ. თბილისის მერის (რაიონის გამგებლის) ბრძანება

38

    მუხლი 9

1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

 

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

საქართველოს პარლამენტი

001

2

საქართველოს პრეზიდენტი

002

3

საქართველოს მთავრობა

003

4

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

004

5

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია

006

6

აუდიტორული საქმიანობის საბჭო

007

7

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

008

8

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

009

9

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

010

10

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

011

11

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

012

12

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

013

13

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

014

14

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო

017

15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

022

16

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

023

17

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

024

18

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

025

19

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

026

20

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

027

21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

029

22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

030

23

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

032

24

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

033

25

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

034

26

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

035

27

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

037

28

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

038

29

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი

046

30

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

047

31

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი

048

32

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

048

33

სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

050

34

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი

051

35

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

052

36

ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო

053

37

სხვა ადმინისტრაციული ორგანო

036

38

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

054

39

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

055

 

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

 

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

049

2

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

040

3

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

041

4

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

042

 

3. თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

თვითმმართველი ერთეული

კოდი

1

საქართველოს დედაქალაქი _ თბილისი

101

2

აჟარის მუნიციპალიტეტი

102

3

მესტიის მუნიციპალიტეტი

103

4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

104

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

105

6

ხობის მუნიციპალიტეტი

106

7

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

107

8

სენაკის მუნიციპალიტეტი

108

9

მარტვილის მუნიციპალიტეტი

109

10

აბაშის მუნიციპალიტეტი

110

11

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

111

12

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

112

13

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

113

14

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

114

15

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

115

16

ცაგერის მუნიციპალიტეტი

116

17

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

117

18

ონის მუნიციპალიტეტი

118

19

ხონის მუნიციპალიტეტი

119

20

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

120

21

ვანის მუნიციპალიტეტი

121

22

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

122

23

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

123

24

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

124

25

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

125

26

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

126

27

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

127

28

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

128

29

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

129

30

საჩხერის მუნიციპალიტეტი

130

31

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

131

32

თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

132

33

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

133

34

ქედის მუნიციპალიტეტი

134

35

შუახევის მუნიციპალიტეტი

135

36

ხულოს მუნიციპალიტეტი

136

37

ადიგენის მუნიციპალიტეტი

137

38

ახალციხის მუნიციპალიტეტი

138

39

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

139

40

ასპინძის მუნიციპალიტეტი

140

41

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

141

42

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

142

43

ხაშურის მუნიციპალიტეტი

143

44

ქარელის მუნიციპალიტეტი

144

45

თიღვის მუნიციპალიტეტი

145

46

ქურთის მუნიციპალიტეტი

146

47

ერედვის მუნიციპალიტეტი

147

48

გორის მუნიციპალიტეტი

148

49

კასპის მუნიციპალიტეტი

149

50

ახალგორის მუნიციპალიტეტი

150

51

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

151

52

დუშეთის მუნიციპალიტეტი

152

53

მცხეთის მუნიციპალიტეტი

153

54

თიანეთის მუნიციპალიტეტი

154

55

წალკის მუნიციპალიტეტი

155

56

დმანისის მუნიციპალიტეტი

156

57

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

157

58

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

158

59

მარნეულის მუნიციპალიტეტი

159

60

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

160

61

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

161

62

ახმეტის მუნიციპალიტეტი

162

63

თელავის მუნიციპალიტეტი

163

64

ყვარლის მუნიციპალიტეტი

164

65

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

165

66

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

166

67

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

167

68

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

168

69

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

169

    მუხლი 10

1. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ძირითად ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების ასახვას და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.

2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის დაწყებამდე სახელმწიფო რეესტრის შესაბამის გრაფაში შეიტანება იმ ნორმატიული აქტის რეკვიზიტები (მიღების თარიღი, ნომერი, გამოქვეყნების წყარო შესაბამისი მუხლის მითითებით და სახელმწიფო სარეგისტაციო კოდი), რომლითაც  ცვლილებები ან/და დამატებები განხორციელდა ძირითად ნორმატიულ აქტში.

 


ანართი №1

საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა

 

ნორმატიული აქტის სახე

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი)

ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება

ნორმატიული აქტის სათაური

მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი

ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის)

გამოქვეყნების წყარო და თარიღი

ნორმატილი აქტის სახელმწიფო სარეგისტრა-ციო კოდი

ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი

დანართი №2

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა

 

საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლების სახე

საერთაშორისო ხელშეკრუ-ლების მიმღები ორგანო (ხელშემკვრელი მხარეები)

საერთაშორისო ხელშეკრულების სათაური

საერთაშო-რისო

ხელშეკ-რულების ხელმოწერის თარიღი და ადგილი

ინფორმაცია შიდა სახელმწიფო-ებრივი პროცედურების განხორციელების შესახებ

საქართვე-ლოსათვის საერთაშორისო ხელშეკრუ-ლების ძალაში შესვლის თარიღი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული სარეგისტ-რაციო ნომერი

გამოქვენე-ბის წყარო და თარიღი

სახელმწიფო სარეგისტრა-ციო კოდი

საერთაშორისო ხელშეკრუ-ბაში ცვლილების და დამატების შეტანის თარიღი

 დანართი №3

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა

 

ნორმატიული აქტის სახე

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი)

ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება

ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური

მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი

ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის)

ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი