დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 267 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 29/12/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.040.000.22.030.013.974 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2009 - 28/06/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.013.974
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №267
2009 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
“დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის “გ.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) “ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ (დანართი №1);
ბ) “საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“ (დანართი №2);
გ) “ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“ (დანართი №3).
დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით (დანართი №4 და №5).
2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.7 ლარი და 1 ევრო – 2,5 ლარი.
3. საანგარიშგებო პერიოდში №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით.
4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯერადად აუნაზღაურდებათ:
ა) მგზავრობის ღირებულება – “ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე იმ პერიოდისათვის არსებული დადგენილი ტარიფების მიხედვით (ერთი ან ორი მიმართულებით);
ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს “ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს “ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა.
5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს, რომელიც როტაციის დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარ-ჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება “ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას.
6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:
ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);
ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სატრანსპორტო, მაკლერის და სხვა ხარჯები);
გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).
7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა.
8. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა იმავე ქალაქში განლაგებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში დანიშნულ მოსამსახურეებზე.
9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება:
ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);
ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – “ეკონომ“-კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას “ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით;
გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე ბრძანების მე-9 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
10. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს.
11. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ “ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში მგზავრობის ღირებულების “ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების ფარგლებში.
12. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
13. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-15 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ.
14. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15. ამ ბრძანების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელ-მძღვანელს.
16. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №211 ბრძანება.
17. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
18. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
19. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
დანართი №1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ
მუხლი 1
დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:
ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;
ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;
გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;
დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;
ე) ბინის ინვენტარი;
ვ) სამედიცინო დაზღვევა;
ზ) განათლების ხარჯები;
თ) სატრანსპორტო ხარჯები;
ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;
კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.
მუხლი 2
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;
ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:
ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;
ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი.
მუხლი 3
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებუ-ლებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:
S = D + (– T + F)
სადაც:
D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;
T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;
F – ბინის ქირის სუბსიდია.
ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:
D = (H xA xK ) x (100+Cx Q )%
სადაც:
H არის საბაზისო თანხა;
A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;
K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი;
C – ოჯახის წევრთა რაოდენობა
Q –ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7%).
გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:
T = D x E
სადაც:
D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;
E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.
დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:
დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:
G = 0 = F
დ.ბ). იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:
F = T
დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:
დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;
დ.გ.ბ) დიპდიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.
მუხლი 4
1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურის ოჯახის ორი ან მეტი წევრის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს მათ შორის ერთ-ერთმა.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ხორციელდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება დიპლომატიური დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამი დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.
დანართი №2
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები
| N | თანამდებობის დასახელება | მაჩვენებელი პროცენტებში |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგნიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი | 100 |
| 2 | საქართველოს გენერალური კონსული | 80 |
| 3 | საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე | 75 |
| 4 | უფროსი მრჩეველი, კონსული | 70 |
| 5 | მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი | 65 |
| 6 | ვიცე-კონსული, პირველი მდივანი | 60 |
| 7 | მეორე მდივანი | 55 |
| 8 | მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი | 50 |
| 9 | კანცელარიის გამგე, სამეურნეო ნაწილის გამგე | 45 |
| 10 | მძღოლი | 40 |
დანართი №3
ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი
| N | საელჩოების დასახელება | ადაპტი-რებული კორექ-ტირე-ბული | კ ბინა | |
| 1 | საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან | 1.760 | 21 | |
| 2 | საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში | 1.281 | 24 | |
| 3 | საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში | 1.637 | 28 | |
| 4 | საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში | 1.221 | 21 | |
| 5 | საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქ. მუდმივი წარმომადგენლობა | 1.750 | 18 | |
| 6 | საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში | 1.365 | 14 | |
| 7 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან | 1.882 | 32 | |
| 8 | საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში | 1.793 | 28 | |
| 9 | საქართველოს საელჩო დანიასა და ნორვეგიის სამეფოებში | 1.903 | 26 | |
| 10 | საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში | 1.982 | 30 | |
| 11 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში | 1.982 | 30 | |
| 12 | საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში | 1.268 | 21 | |
| 13 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან | 1.799 | 23 | |
| 14 | საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში | 1.710 | 23 | |
| 15 | საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში | 1.473 | 20 | |
| 16 | საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში | 1.573 | 21 | |
| 17 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში | 1.573 | 21 | |
| 18 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში | 1.573 | 21 | |
| 19 | საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში | 1.327 | 11 | |
| 20 | საქართველოს საელჩო იაპონიაში | 2.202 | 29 | |
| 21 | საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში | 1.263 | 17 | |
| 22 | საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში | 1.472 | 24 | |
| 23 | საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში | 1.563 | 21 |
|
| 24 | საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარი-ნოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO,IFAD,WEP) საქართველოს წარმომადგენლობა | 1.791 | 22 |
|
| 25 | საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში | 1.575 | 20 |
|
| 26 | საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკებში | 1.570 | 21 |
|
| 27 | საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკებში | 1.514 | 19 |
|
| 28 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან | 1.750 | 18 |
|
| 29 | საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში | 1.711 | 25 |
|
| 30 | საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში | 1.594 | 21 |
|
| 31 | რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია | 1.716 | 27 |
|
| 32 | საქართველოს საელჩო რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკებში | 1.493 | 21 |
|
| 33 | საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკაში | 1.634 | 17 |
|
| 34 | საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში | 1.799 | 23 |
|
| 35 | საქართველოს საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკაში | 1.636 | 20 |
|
| 36 | საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში | 1.144 | 18 |
|
| 37 | საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში | 1.121 | 21 |
|
| 38 | საქართველოს საელჩო უკრაინის რესპუბლიკაში | 1.227 | 28 |
|
| 39 | საქართველოს მუდმივი წარმომადგნლობა სუამში | 1.227 | 28 |
|
| 40 | საქართველოს საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში | 1.567 | 24 |
|
| 41 | საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულტნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში | 1.423 | 23 |
|
| 42 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში | 1.882 | 32 |
|
| 43 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში | 1.227 | 28 |
|
| 44 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში | 1.634 | 17 |
|
| 45 | საქართველოს საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში | 1.285 | 21 |
|
| 46 | საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში | 1.735 | 24 |
|
| 47 | საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში _ ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა | 1.849 | 23 |
|
| 48 | საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში | 1.696 | 23 |
|
| 49 | საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში | 1.588 | 23 |
|
| 50 | საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან ( ვატიკანში) | 1.791 | 22 |
|
| 51 | საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში | 1.320 | 24 |
|
| 52 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში | 1.227 | 28 |
|
დანართი №4
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით
| N |
|
| 1 | საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან |
| 2 | საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა |
| 3 | საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში |
| 4 | საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში |
| 5 | საქართველოს საელჩო დანიასა და ნორვეგიის სამეფოებში |
| 6 | საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში |
| 7 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში |
| 8 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან |
| 9 | საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში |
| 10 | საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში |
| 11 | საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში |
| 12 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში |
| 13 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში |
| 14 | საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში |
| 15 | საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO,IFAD,WEP) საქართველოს წარმომადგენლობა |
| 16 | საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში |
| 17 | საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში |
| 18 | საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში |
| 19 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან |
| 20 | საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში |
| 21 | საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში |
| 22 | საქართველოს საელჩო რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკებში |
| 23 | საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკაში |
| 24 | საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში |
| 25 | საქართველოს საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში |
| 26 | საქართველოს საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში |
| 27 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში |
| 28 | საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში |
| 29 | საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში _ ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა |
| 30 | საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში |
| 31 | საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან ( ვატიკანში) |
დანართი №5
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით
| N |
|
| 1 | საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში |
| 2 | საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში |
| 3 | საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში |
| 4 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან |
| 5 | საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში |
| 6 | საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში |
| 7 | საქართველოს საელჩო იაპონიაში |
| 8 | საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში |
| 9 | საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში |
| 10 | რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია |
| 11 | საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში |
| 12 | საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში |
| 13 | საქართველოს საელჩო უკრაინის რესპუბლიკაში |
| 14 | საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში |
| 15 | საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში |
| 16 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში |
| 17 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში |
| 18 | საქართველოს საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში |
| 19 | საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში |
| 20 | საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში |
| 21 | საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები