საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 186, 30/12/2008
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.537
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
362
29/12/2008
სსმ, 186, 30/12/2008
220.020.000.18.011.012.537
საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/12/2008 - 28/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  220.020.000.18.011.012.537

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №362

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს:

ა) საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმები – დანართი №1, დანართი №2;

ბ) კომერციული ბანკების ეროვნული ბანკისადმი წარსადგენი ITRS ფორმის შესაბამისი Xml ფაილის და მისი ველების მოკლე აღწერა – დანართი №3;

გ) საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების შევსების ინსტრუქცია დანართი №4.

    მუხლი 2

სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა მოხდეს ელექტრონული სახით (დანართი №3-ის შესაბამისი Xml     ფორმატი), ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში. დამატებით დანართი №2-ის ფორმა 2(სბ) ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

საქართველოს კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ ეროვნულ ბანკში წარსადგენი სტატისტიკური ინფორმაციის უტყუარობა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 31 დეკემბრიდან.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი    დ. ამაღლობელი

                                                                                                                                             დანართი 1

 

ფორმა 1 (სბ) (ყოველთვიური)

 უნდა წარედგინოს ელექტრონული ფოსტით საქართველოს ეროვნული

ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის საგადასახდელო

 ბალანსის განყოფილებას კომერციული ბანკების მიერ,

რომლებიც აწარმოებენ ოპერაციებს არარეზიდენტებთან

საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 20 დღეში

 საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს

საანგარიშო მონაცემების კონფიდენციალობას

 და მათ გამოყენებას მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის

 

ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ

200 -- წელი

ბანკი-რესპოდენტის ID

ბანკი- რესპონდენტის დასახელება

ანგარიშის ნომერი

ანგარიშის ტიპი: ნოსტრო ლორო მიმდინარე

უცხოელი პარტნიორის დასახელება

უცხოელი პარტნიორის კოდი

უცხოელი პარტნიორი ბანკის ქვეყანა

ვალუტის კოდი

 

 

კოდი

ნაშთი

პერიოდის დასაწყისისთვის

 

 

პერიოდის ბოლოსთვის

 

 

 

ოპერაციის

კოდი

ვალუტირების

თარიღი

ქვეყნის

კოდი

სექტორი

პარტნიორი

თანხის

ჩარიცხვა

თანხის

ჩამოწერა

შენიშვნები

სარეზერვო

ველი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„–––“ –––––––––––––––––––––– 200 –––წ.

ფორმის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი –––––––––––––––––––––––––––   

                                                                             (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი)

 

–––––––––––––––––––––––––––

(შემსრულებლის გვარი, ტელეფონის ნომერი)

 

                                                                                                                                     დანართი 2

ფორმა 2 (სბ) (ყოველთვიური)

უნდა წარედგინოს ელექტრონული ფოსტით და ხელმოწერილი ორიგინალი საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის საგადასახდელო ბალანსის განყოფილებას კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც აწარმოებენ ოპერაციებს არარეზიდენტებთან საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 20 დღეში

საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს

საანგარიშო მონაცემების კონფიდენციალობას

და მათ გამოყენებას მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის

ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტ ბანკებთან

დაკავშირებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე და არარეზიდენტთა მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ

200 -- წელი

ბანკი-რესპონდენტის დასახელება

ანგარიშის ნომერი

ვალუტის კოდი

ანგარიშის ტიპი

საწყისი ნაშთი

საბოლოო ნაშთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„–––” –––––––––––––––––––––– 200 ––– წ.

გენერალური დირექტორი

–––––––––––––––––––––––––––

(შემსრულებლის გვარი, ტელეფონის ნომერი)

                                                                                                                                დანართი 3

კომერციული ბანკების ეროვნული ბანკისადმი წარსადგენი ITRS ფორმის შესაბამისი xml ფაილის და მისი ველების მოკლე აღწერა

კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად წარმოადგინონ ანგარიში ელექტრონული ფორმით xml ფორმატში ქვემოთ მოყვანილი ცხრილების მიხედვით. ცხრილი 1 შეიცავს ანგარიშების რეკვიზიტებსა და ნაშთებს საანგარიშო პერიოდის დასაწყისისა და პერიოდის ბოლოსათვის, ყველა იმ ანგარიშისათვის, რომლებიც ექვემდებარება ITRS-ით ანგარიშგებას, ხოლო ცხრილი 2 შეიცავს ინფორმაციას ამ ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ცხრილი 3 შეიცავს ტექნიკურ ინფორმაციას პროგრამის ვერსიის შესახებ. ველების სპეციფიკაცია აღწერილია ADO.net-ის DantaSet xml ფორმატში, რომელიც დამტკიცებულია ინდივიდუალური აქტით.

 ცხრილი 2

 

ცხრილი 1

 

 

 

Data

ტიპი

 

Reportinto

ტიპი

აღწერა

 

ID

Int 32

უნიკალური

Corr Account

Sting (64)

ანგარიშის კოდი

Corr Account

String (64)

ანგარიშის კოდი

Year (YYYY)

Int 32

წელი

 

Operational Cod

Int 32

ოპერაციის 4-ნიშნა კოდი

Mount (MM)

Int 32

თვე

 

Date

DateTime

თარიღი YYYY/MM/DD

Bank ID

String (11)

რესპონდენტი ბანკის SWIFT კოდი ან სათაო ოფისის ცხრანიშნა კოდი, თუ ბანკს SWIFT –ის კოდი არა აქვს

 

Countre Code

String (2)

არარეზიდენტის ქვეყნის 2-ნიშნა კოდი

Bank Name

String (128)

რესპონდენტი ბანკის დასახელება

 

Sector

Int 32

რეზიდენტის სექტორი

AccountType

String (1)

ანგარიშის ტიპი (ნოსტრო, ლორო, მიმდინარე) შესაბამისად N ,L, M

 

Partner ID

String (11)

რესპონდენტი ბანკის SWIFT კოდი ან სათაო ოფისის ცხრანიშნა კოდი თუ ბანკს SWIFT –ის კოდი არ აქვს

Partner

String (255)

უცხოური ბანკის დასახლება

 

In

Double

ოპერაცია – თანხის ჩარიცხვა

Partner BIC

String (11)

უცხოური ბანკის 11-ნიშნა SWIFT კოდი

 

Out

Double

ოპერაცია – თანხის ჩამოწერა

Partner Country

String (2)

უცხოური ბანკის ქვეყნის 2-ნიშნა ასოითი კოდი

 

Comments

String (255)

 

Currency

String (3)

ვალუტის 3-ნიშნა ასოითი კოდი

 

Additional

String (255)

 

Balance Open

Double

ნაშთი პერიოდის დასაწყისში

 

 

 

ცხრილი 3

 

 

 

Balance Close

Double

ნაშთი პერიოდის ბოლოს

 

Packet Data

ტიპი

 

Cod Open

Int 32

პერიოდის დასაწყისის კოდი

 

Version

Int 32

პაკეტის ფორმატის ვერსიის იდენტიფიკატორი 1

Code Close

Int 32

პერიოდის ბოლოს კოდი

 

Comments

String (255)

 

Comments

String (255)

 

 

Format

String (255)

 

Additional

String (255)

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                   დანართი 4

„ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ“ (ფორმა №1)-ის შევსების ინსტრუქცია

    მუხლი 1. ცნებები და განმარტებები

ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგარეო სექტორის სტატისტიკა შედგება მაკროეკონომიკური მონაცემების ოთხი სისტემისაგან – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო საინვესტიციო მდგომარეობის, მთლიანი საგარეო ვალისა და საერთაშორისო რეზერვებისაგან;

ბ) საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს, სადაც სისტემატიზებული სახით მოცემულია ქვეყნის საგარეო-ეკონიმიკური ოპერაციების ღირებულებითი მაჩვენებლები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, დროის გარკვეულ პერიოდში;

გ) მთლიანი საგარეო ვალი დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში წარმოადგენს ფაქტობრივი მიმდინარე და უპირობო ვალდებულებების დაუფარავ ნაშთს, რომელიც საჭიროებს დებიტორის მიერ ძირითადი ვალის და/ან პროცენტის გადახდას მომავალი დროის რომელიმე მომენტში და რომელიც წარმოადგენს მოცემული ქვეყნის რეზიდენტის ვალდებულებას არარეზიდენტისადმი;

დ) საერთაშორისო რეზერვები მოიცავს ქვეყნის საგარეო აქტივებს, რომელსაც აკონტროლებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო რეგულირების ორგანო (საქართველოს ეროვნული ბანკი) და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი გამოყენება საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის პირდაპირ დასაფინანსებლად;

ე) ქვეყნის რეზიდენტები არიან ინსტიტუციური ერთეულები, როგორიცაა, შინამეურნეობები, კორპორაციები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოები, რომელთა ეკონომიკური ინტერესის ცენტრი მოცემულ ქვეყანაშია. ეს ინსტიტუციური ერთეულები ახორციელებენ ან აპირებენ განახორციელონ მნიშვნელოვანი მასშტაბის ეკონომიკური საქმიანობა მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის განსაზღვრულ ადგილზე (საცხოვრებელ შენობაში, საწარმოო უბანზე ან სხვა ობიექტზე);

ვ) საგარეო სექტორის სტატისტიკის სექტორიზაცია ინსტიტუციურ ერთეულებს აერთიანებს საერთო-ეკონომიკური მიზნებითა და ფუნქციებით: სამთავრობო სექტორი, ფულად-საკრედიტო რეგულირების ორგანოთა სექტორი (საქართველოს შემთხვევაში – ეროვნული ბანკი), საბანკო სექტორი და სხვა სექტორები;

ზ) ფულად-საკრედიტო რეგულირების ორგანოთა სექტორი წარმოადგენს ფუნქციონალურ ცნებას, რომელიც გამოიყენება საგადასახდელო ბალანსში და მოიცავს ცენტრალური ბანკის (ან ვალუტის მართვის ორგანოს, ფულად-საკრედიტო უწყების და ა.შ.) ოპერაციებს, ასევე ნებისმიერ სხვა ოპერაციას, რომელიც, როგორც წესი, მიეკუთვნება ცენტრალური ბანკის ფუნქციას, მაგრამ ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყება ან კომერციული ბანკი;

თ) სამთავრობო სექტორი მოიცავს:

თ.ა) სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს, ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მართვის ნებისმიერ დონეზე (ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ) არსებულს;

თ.ბ) ყველა სოციალური უზრუნველყოფის ფონდს, ფუნქციონირებადს სახელმწიფო მართვის ნებისმიერ დონეზე;

თ.გ) ყველა არასაბაზრო არაკომერციულ ორგანიზაციას, მართულს და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო ორგანოების მიერ დაფინანსებულს;

სახელმწიფო მართვის სექტორიდან გამორიცხავენ სახელმწიფო კორპორაციებს და არაკორპორაციულ საწარმოებს, ფუნქციონირებადს როგორც კორპორაცია (ე.წ. კვაზიკორპორაცია). ასეთი კორპორაციები და საწარმოები მიეკუთვნება, შესაბამისად, საფინანსო ან არასაფინანსო კორპორაციებს;

ი) საბანკო სექტორი მოიცავს ყველა ერთეულ-რეზიდენტს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სახეა საფინანსო შუამავლობა და აქვთ დეპოზიტების მიღების უფლება;

კ) სხვა სექტორი მოიცავს არასაფინანსო კორპორაციებს, არასაბანკო ფინანსურ კორპორაციებს, ასევე შინამეურნეობებს და შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციულ ორგანიზაციებს;

ლ) პირდაპირი ინვესტიცია – არარეზიდენტი იურიდიული ან ფიზიკური პირის ისეთი დაბანდება საწარმოს აქციებში, როდესაც ის ფლობს საწარმოს სააქციო კაპიტალის 10 პროცენტს ან მეტს;

მ) პორტფელის ინვესტიცია – არარეზიდენტი იურიდიული ან ფიზიკური პირის ისეთი დაბანდება აქციებში, ფასიან ქაღალდებსა და სხვა ფინანსურ წარმოებულებში, როდესაც ის ფლობს საწარმოს სააქციო კაპიტალის 10 პროცენტზე ნაკლებს;

ნ) სხვა ინვესტიცია – უცხოური ინვესტიცია, რომელიც არ მიეკუთვნება პირდაპირსა და პორტფელის ინვესტიციებს;

ო) ერთდღიანი კრედიტი და ერთდღიანი დეპოზიტი – ერთი ბანკის მიერ მეორე ბანკში კრედიტის აღება ან დეპოზიტის განთავსება არა უმეტეს ერთი დღე-ღამით;

პ) სუბორდინირებული ვალი – რომლის გადახდის ვალდებულების სატატუსი არის უფრო დაბალი, ვიდრე სხვა ვალდებულებების, ანუ ვალი, რომლის გადახდა წარმოებს სხვა ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ.

    მუხლი 2. ანგარიშის შევსების ძირითადი მოთხოვნები

1. ფორმა 1-ით გათვალისწინებული „საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ ბანკის ანგარიშის“ შევსების ინსტრუქცია (შემდგომში – ფორმა 1) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის საგარეო სექტორის სტატისტიკის შედგენის საფუძველს.

2. ანგარიშს ფორმის მიხედვით ადგენს ყველა ბანკი, რომელიც ახორციელებს ოპერაციებს საქართველოს არარეზიდენტებთან. ანგარიში წარედგინება არარეზიდენტ ბანკებთან პირდაპირი საკორესპონდენტო ურთიერთობების არსებობის ან არარეზიდენტი კლიენტების მიმდინარე ანგარიშების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ ხდებოდა სახსრების მოძრაობა საკორესპონდენტო ანგარიშებზე ან არ ხორციელდებოდა ოპერაციები არარეზიდენტი კლიენტების მიმდინარე ანგარიშებზე, ანგარიშში უნდა აისახოს სალდოს მოცულობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსათვის.

3. ბანკი წარუდგენს ანგარიშგებას საქართველოს ეროვნული ბანკის საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის განყოფილებას არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა.

4. საკორესპონდენტო ანგარიშებზე განხორციელებული ყველა ოპერაციისთვის, რომლის ეკვივალენტური თანხა მილიონი აშშ დოლარის ტოლია ან აღემატება მას, ბანკი ვალდებულია მერვე გრაფაში ჩაწეროს ოპერაციის შინაარსის სიტყვიერი აღწერილობა, რომელიც იძლევა ოპერაციის ხასიათის დადგენის საშუალებას. იმის განსასაზღვრად, ექვემდებარება, თუ არა ოპერაცია მე-8 გრაფაში მისი შინაარსის ჩაწერას, ოპერაციის თანხა გადაიანგარიშება აშშ დოლარში ოპერაციის გატარების დღისათვის დადგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

5. ფორმა №1 დგება საზღვარგარეთის ბანკში არსებული თითოეული ნოსტრო ანგარიშის ან რეზიდენტ ბანკში არარეზიდენტი ბანკის ლორო ანგარიშის მიხედვით. ანგარიშგებას ექვემდებარება აგრეთვე, ოპერაციები არარეზიდენტი ბანკების ლორო ანგარიშებზე საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და საქართველოს არარეზიდენტ კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში. მულტისავალუტო ანგარიშების არსებობისას კი ანგარიში წარედგინება ცალ-ცალკე საკორესპონდენტო ანგარიშის თითოეული ვალუტის მიხედვით.

6. ანგარიშგების პერიოდის დასაწყისისათვის ნოსტრო ანგარიშებზე არსებული სალდო უნდა აღინიშნოს კოდით 9111, პერიოდის ბოლოსათვის – კოდით 9112, ანგარიშგებებში ლორო ანგარიშებსა და არარეზიდენტი კლიენტების მიმდინარე ანგარიშებზე შესაბამისად – 9221 და 9222.

7. საანგარიშო პერიოდის დასაწყისასათვის (ბოლოსათვის) სახსრების ნაშთების თანხა ნოსტრო საკორესპონდენტო ანგარიშებზე უნდა შეესაბამებოდეს თვის პირველი საოპერაციო დღის დასაწყისისათვის (ბოლო საოპერაციო დღის დასრულებისათვის) 1701, 1702, 1711, 1712 ანგარიშებზე არსებულ სალდოს, საქართველოში მოქმედი ბანკების საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის არარეზიდენტებთან განხორციელებული ოპერაციების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბერის №3 დადგენილებით. სახსრების ნაშთების თანხა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (ბოლოსათვის) ლორო საკორესპონდენტო ანგარიშებზე უნდა იყოს თვის პირველი საოპერაციო დღის დასაწყისასთვის (ბოლო საოპერაციო დღის ბოლოსათვის) არსებული სალდოს ტოლი არარეზიდენტებთან ოპერაციების ანგარიშთა გეგმის 3501, 3502, 3511, 3512 ანგარიშების მიხედვით. ნაშთების თანხისა და ოპერაციების ასახვა ანგარიშგებაში შესაძლებელია ვალუტის მთლიანი ერთეულების სიზუსტით. პერიოდის ბოლოსათვის არსებული ნაშთებისა და ანგარიშთა გეგმის ზემოაღნიშნულ ანგარიშებზე არსებულ სალდოს შორის დასაშვებია დამრგვალების შედეგად წარმოქმნილი უმნიშვნელო შეუსაბამობის არსებობა.

8. საგადასახდელო ბალანსის მუხლების კლასიფიკაციის შესაბამისად, ოპერაციების კოდირებისათვის ბანკი იყენებს კოდების ნუსხას, რომელიც მოყვანილია დანართში №4, მუხლი 7 – „ოპერაციების კოდები საგადასახდელო ბალანსის სტანდარტული კლასიფიკაციით და მათი გამოყენება“. ანგარიშგების მიხედვით, იმ სახსრების მოძრაობა, რომელიც არ განიხილება როგორც საგადასახდელო ბალანსის საგანი, განისაზღვრება ნეიტრალურ ოპერაციად და მისი კოდირება ხდება ნეიტრალური ოპერაციებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სპეციალური კოდის მეშვეობით.

9. შეცდომით ჩარიცხული სახსრების, ასევე ხელშეკრულების დარღვევის ან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული გადასახდელების დაბრუნება უნდა აისახოს იმავე კოდით, რომლითაც მათი მიღება და უნდა აღინიშნოს იმავე გრაფაში მინუს ნიშნით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციის ხასიათის მითითება „შენიშვნების“ მე-8 გრაფაში.

10. ქვეყნის კოდის და ვალუტის კოდის შევსებისას ბანკებმა უნდა იხელმძღვანელონ საქსტანდარტის მიერ დამტკიცებული მსოფლიო ქვეყნების (დამტკიცებულია 2003 წლის 14 ნოემბერს ბრძ. №342) და ვალუტების კლასიფიკატორით (დამტკიცებულია 2004 წლის 1 ივნისს ბრძ. №25).

    მუხლი 3. ფორმის შევსების პარამეტრების აღწერა

1. პირველ გრაფაში (ოპერაციის კოდი), თითოეული ოპერაციის შესაბამისად, კოდირებული ფორმით ჩაიწერება მისი ტიპი. ოპერაციის შესაბამისი კოდის განსაზღვრისათვის უნდა მივმართოთ კოდების ნუსხას, რომელიც მოყვანილია ცხრილში „ოპერაციათა კოდები“.

2. მეორე გრაფაში (ოპერაციის თარიღი) იწერება ოპერაციის გატარების (ვალუტირების) თარიღი ანგარიშის მიხედვით.

3. მესამე გრაფაში (ქვეყნის კოდი) უნდა ჩაიწეროს გადამხდელის ან გადასახდელის მიმღები ქვეყნის კოდი (საჭიროა განვასხვავოთ კორესპონდენტი ბანკის ქვეყნისგან).

4. მეოთხე გრაფაში (სექტორი) აღინიშნება გადამხდელის, ან გადასახდელის მიმღების სექტორის კოდი. ამასთან, გამოიყოფა ოთხი სექტორი:

ა) სექტორი 1 – ფულად-საკრედიტო რეგულირების ორგანოთა სექტორი (საქართველოს ეროვნული ბანკი);

 ბ) სექტორი 2 – სახელმწიფო მართვის ორგანოთა სექტორი;

 გ) სექტორი 3 – საბანკო სექტორი;

 დ) სექტორი 4 – სხვა სექტორები.

5. მეხუთე გრაფაში (პარტნიორი) ნეიტრალური ოპერაციების გატარების დროს აღინიშნება საქართველოში მოქმედი ბანკის კოდი, ან იმ უცხოური ბანკის დასახელება, რომელთანაც ხორციელდება ანგარიშსწორება.

6. მეექვსე გრაფაში (თანხის ჩარიცხვა) და მეშვიდე გრაფაში (თანხის ჩამოწერა) აღინიშნება ოპერაციების თანხა, ინსტრუქციის მეორე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით (ამ ორი გრაფიდან ჩანაწერი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთში).

7. მერვე გრაფაში (შენიშვნა), მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხაზე ჩატარებული ოპერაციების და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, იწერება ოპერაციის სიტყვიერი აღწერა (ოპერაციათა კოდირების სიზუსტის კონტროლის განხორციელებისათვის, საგადასახდელო ბალანსის სტანდარტული კლასიფიკაციის თანახმად).

8. მეცხრე გრაფა – სარეზერვო ველი საწყის ეტაპზე არ გამოიყენება. ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს ამ გრაფაში ჩასაწერი ინფორმაციის სახე და ფორმატი.

    მუხლი 4. ოპერაციათა ცალკეული კატეგორიების ასახვის თავისებურებანი

1. საქართველოს ორ რეზიდენტს შორის თანხების გადაადგილებასთან დაკავშირებული ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება უცხოური ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით, ან ორ არარეზიდენტს შორის საქართველოს საბანკო სისტემის საშუალებით გატარებული ოპერაციები, ასევე ნაღდი უცხოური ვალუტის ხარჯზე საკორესპონდენტო ანგარიშების შევსების ოპერაციები და ანგარიშსწორების სხვა სახეები („ოპერაციათა კოდების“ ცხრილის შესაბამისად), განიხილება როგორც ნეიტრალური საგადასახდელო ბალანსისათვის. ასეთი ოპერაციები ანგარიშში შევა ნეიტრალური ოპერაციებისათვის გათვალისწინებულ კოდებთან ერთად.

2. ანგარიშში ასახული ოპერაციები, რომლებიც ტარდება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე სხვა რეზიდენტი ბანკის შუამავლობისთვის („ოპერაციათა კოდების“ ცხრილის შესაბამისად) ექვემდებარება დეკლარირებას. ანგარიშის წარმდგენი ბანკი ახდენს ასეთი ოპერაციების კოდირებას დოკუმენტების, კლიენტებისა და სხვა ბანკებისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. თუ წარმოებს ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია საგარანტიო ვალდებულებათა შესრულებასთან გარანტიის ან თავდებობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად არარეზიდენტის წინაშე რეზიდენტი წარმოადგენს სხვა რეზიდენტის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გარანტს ან თავდებს, ან რეზიდენტის წინაშე არარეზიდენტი წარმოადგენს სხვა არარეზიდენტის საგადასახდელო ვალდებულებების შესრულების გარანტს ან თავდებს, ამგვარი ოპერაციის კოდირება ხდება საგადასახადო ვალდებულების ხასიათის (ანგარიშსწორება საქონელზე ან მომსახურებაზე, კრედიტის დაბრუნება და ა.შ.) შესაბამისად.

4. ოპერაციები, რომელთა არსი მდგომარეობს ისეთი თამასუქების გადახდაში (დაფარვაში), რომლებიც გაცემულია (აქცეპტირებული, ინდოსირებული) რეზიდენტის მიერ როგორც საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფა არარეზიდენტის წინაშე საგარეო სავაჭრო კონტრაქტების მიხედვით, აისახება შესაბამისი სავალო ვალდებულებების დაფარვისთვის გათვალისწინებულ კოდებთან ერთად.

    მუხლი 5. ფინანსური ანგარიშის ცალკეული ოპერაციების ასახვა

1. „პორტფელური ინვესტიციებისა“ და „სხვა ინვესტიციების“ მუხლებით ოპერაციების კოდირებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: აღნიშნულ ოპერაციაში საქართველოს რეზიდენტი გამოდის როგორც ინვესტორი, თუ როგორც მიმღები.

2. თუ ინვესტორს წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტი, ხორციელდება ოპერაცია აქტივებთან. მაგალითად, რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისგან ისეთი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, რომლებიც ემიტირებულია არარეზიდენტის მიერ; საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ არარეზიდენტი ბანკისათვის ბანკთაშორისი კრედიტის მიცემა და მისი ანაზღაურება.

3. თუ საქართველოს რეზიდენტი წარმოადგენს ინვესტიციების რეციპიენტს (მიმღებს), ხორციელდება ოპერაცია პასივებთან (მაგალითად, არარეზიდენტის მიერ რეზიდენტისგან ისეთი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, რომლებიც ემიტირებულია რეზიდენტის მიერ, და მათი დაფარვა ან გამოსყიდვა (საქართველოში მოქმედ ბანკში დეპოზიტზე არარეზიდენტი ბანკის სახსრების განთავსება და დეპოზიტიდან სახსრების მოხსნა).

4. „პორტფელური ინვესტიციების“ მუხლით განსაზღვრული ოპერაციები აისახება ფინანსური ინსტრუმენტების და მათი მოზიდვის ვადების ჭრილში; „სხვა ინვესტიციების“ მუხლით შეფასებული ოპერაციები კი ფინანსური ინსტრუმენტებისა და იმ ვადების ჭრილში – რა ვადითაც ხდება ამ სახსრების მოზიდვა.

5. ერთსა და იმავე სავალო ვალდებულებაზე – საკრედიტო, სადეპოზიტო, სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზე – სახსრების გაცემისა და დაბრუნების დროს ოპერაციების სხვადასხვა კოდების გამოყენება არ დაიშვება.

6. ინვესტიციებიდან მიღებული (გადახდილი) შემოსავალი უნდა აისახოს ცალკე ოპერაციით მიმდინარე ანგარიშის შესაბამისი მუხლით – „შემოსავლები“, როგორც ეს აღნიშნულია ცხრილში „ოპერაციათა კოდები“.

7. ერთდღიანი კრედიტების და ერთდღიანი დეპოზიტების გაცემის (მიღების) და დაბრუნების ოპერაციები, აგრეთვე ოპერაციები ერთდღიან კრედიტებზე, რომელთა გაცემა და დაბრუნება ხდება ერთი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არ აისახება. გამონაკლისს წარმოადგენს კრედიტები, რომელთა მოზიდვა ხდება თვის ბოლო დღეს, ხოლო დაბრუნება – მომდევნო თვის პირველ დღეს.

8. თუ ანგარიშგებაში აისახება ოპერაციები მუხლებით „პორტფელური ინვესტიციები“ და „სხვა ინვესტიციები“, მერვე გრაფაში აუცილებლად უნდა მივუთითოთ ოპერაციის ხასიათი. მაგალითად, კრედიტის მიცემა ან კრედიტის დაბრუნება, ფასიანი ქაღალდის შეძენა და ა.შ.

9. თუ ხორციელდება პროლონგირებული კრედიტის (დეპოზიტის) დაბრუნება ან სახსრების ვადამდელი დაბრუნება, მერვე გრაფაში ასევე აისახება ამ ოპერაციის ხასიათი.

    მუხლი 6. ოპერაციათა სპეციალური კოდების გამოყენების მაგალითები

1. ანგარიშსწორება, წარმოებული რეზიდენტებს შორის, ანგარიშსწორება არარეზიდენტებს შორის და ანგარიშსწორების ზოგიერთი სხვა სახეები არარეზიდენტების მონაწილეობით („კოდების ცხრილის“ თანახმად), საგადასახდელო ბალანსისათვის წარმოადგენს ნეიტრალურ ოპერაციას. მაგრამ სპეციალური კოდების, კერძოდ, ნეიტრალური ოპერაციების კოდების სწორი გამოყენება, კომენტარების სრული და მკაფიო განსაზღვრა, გრაფაში „პარტნიორი“ საჭირო შემთხვევებში საქართველოში მოქმედი სხვა ბანკის კოდის ან უცხოური ბანკის (გადამხდელის ან ბენეფიციარის) დასახელების მითითება წარმოადგენს ანგარიშების სწორად შედგენის აუცილებელ პირობას.

2. რეზიდენტი A ბანკის საზღვარგარეთ არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან სხვა რეზიდენტი ბანკის ან ამავე ბანკის სხვა საზღვარგარეთულ ანგარიშზე სახსრების გადარიცხვის შემთხვევაში გამოიყენება ნეიტრალური ოპერაციის კოდი (კოდი 8441/8442, ქვეყანა – საქართველო), და მერვე გრაფაში აღინიშნება, თუ რომელ საკორესპონდენტო ანგარიშზე ან რომელი საკორესპონდენტო ანგარიშიდანაა გადარიცხული სახსრები, ხოლო ბანკი A მეხუთე გრაფაში – „პარტნიორი“ აღნიშნავს იმ რეზიდენტი ბანკის დასახელებას, რომლის საკორესპონდენტო ანგარიშზე ხდება თანხების მოძრაობა. მაგალითად, ბანკი A ახორციელებს თანხის გადარიცხვას თავის საკორესპონდენტო ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვთ დრეზდენის ბანკში, რეზიდენტი ბანკი B–ს საკორესპოდენტო ანგარიშზე, რომელიც გახსნილია ნიუ-იორკის ბანკში, მაშინ ამ ოპერაციებს ეს ბანკები გაატარებენ შემდეგნაირად:

 

ბანკი A

ბანკი B

გრაფა 1

8442

8441

გრაფა 3

საქართველო

საქართველო

გრაფა 5

ბანკი B

ბანკი A

გრაფა 8

ნიუ-იორკის ბანკის დასახელება

დრეზდენის ბანკის დასახელება

 

3. არარეზიდენტ N ბანკის მიერ ერთი რეზიდენტი ბანკიდან (A) სახსრების გადარიცხვის შემთხვევაში მის ანგარიშზე სხვა რეზიდენტ ბანკში (B) გამოიყენება ნეიტრალური ოპერაციის კოდი 8443/8444 და აღინიშნება ამ არარეზიდენტი ბანკის ქვეყანა, ხოლო მეხუთე გრაფაში – საქართველოში მოქმედი მეორე ბანკის კოდი. ასეთ ოპერაციებს რეზიდენტი ბანკები გაატარებენ შემდეგნაირად:

 

ბანკი A

ბანკი B

გრაფა 1

8443

8444

გრაფა 3

N ბანკის ქვეყანა

N ბანკის ქვეყანა

გრაფა 5

ბანკი B

ბანკი A

გრაფა 8

საკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი B ბანკში, N ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშის შევსება B ბანკში

საკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი A ბანკში, N ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშის შევსება A ბანკიდან

4. ზღვრულ ნიშნულზე ნაკლები – 10 000 USD-ზე იურიდიულ პირთათვის და 5 000 USD-ზე ფიზიკურ პირთათვის, ოდენობის თანხაზე ჩატარებული ოპერაციების კოდირება შეიძლება სპეციალური კოდებით 8021/8022. ასეთი ოპერაციების ხასიათისა და სტრუქტურული შემადგენლობის განსაზღვრა წარმოებს მოძრავი შერჩევის საფუძველზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეული ბანკი პერიოდულად წარადგენს დეტალურ ინფორმაციას ზღვრულ ნიშნულზე დაბალი ოდენობის მქონე ოპერაციებზე, გამოკითხვის პერიოდის განმავლობაში დატვირთვის თანაბარი განაწილების გათვალისწინებით. ქვედა ზღვრული ნიშნული არ გამოიყენება შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების მიმართ.

    მუხლი 7. ოპერაციების კოდები საგადასახდელო ბალანსის სტანდარტული კლასიფიკაციით და მათი გამოყენება

ა) მიმდინარე ანგარიშის ოპერაციები:

მუხლი

კოდი

 

1

საქონელი

კრედიტი (ექსპორტი)

დებეტი (იმპორტი)

კრედიტი: საქართველოში სახსრების შემოდინება საქონლის ექსპორტიდან დებეტში: გადახდები საქონლის იმპორტზე

1.1

გადახდები საქონლის ექსპორტისა და იმპორტისათვის

1221

1222

ყველა სახის საქონელი, გარდა საქონლის რემონტისა და პორტებში სატრანსპორტო ორგანიზაციების მიერ შეძენილი საქონლისა

1.2

საქონლის რემონტი

2441

2442

მოძრავი მოწყობილობების და სხვა საქონლის რემონტის ღირებულება, რომლებიც სრულდება არარეზიდენტის მიერ ან არარეზიდენტისათვის. ამ მუხლს არ მიეკუთვნება რემონტისშემდგომი სახეები: უძრავი კონსტრუქციების და ნაგებობების რემონტი (სამშენებლო მომსახურება), კომპიუტერული ტექნიკის რემონტი (კომპიუტერული და ინფორმაციული მომსახურება) და საზღვაო და საჰაერო პორტებში სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სხვა სატრანსპორტო მომსახურება)

1.3

საქონელი, შეძენილი პორტებში სატრანსპორტო ორგანიზაციების მიერ

1551

1552

საწვავი, სურსათი, დამხმარე მასალები, შეძენილი პორტებში სატრანსპორტო ორგანიზაციების მიერ. ამ მუხლს არ მიეკუთვნება თანამდევი მომსახურების გაწევა (სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, სანავიგაციო მომსხურება, ლოცმანური მომსახურება და სხვა მსგავსი)

2

მომსახურება

კრედიტი (ექსპორტი)

დებეტი (იმპორტი)

კრედიტის მიხედვით: საქართველოში სახსრების შემოდინება მომსახურების ექსპორტიდან დებეტის მიხედვით: გადახდები მომსახურების იმპორტზე

2.1

სატრანსპორტო მომსახურება

 

 

 

2.1.1

საზღვაო ტრანსპორტი

2103

2104

მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები, სატრანსპორტო საშუალებების არენდა ეკიპაჟთან ერთად, სამგზავრო ან სატვირთო მომსახურების განსახორციელებლად. დამხმარე მომსახურება, მათ შორის: დაწყობა, დატვირთვა, გადმოტვირთვა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, ლოცმანური მომსახურება, საკომისიო გადახდა და სააგენტო მომსახურება დაკავშირებული საზღვაო ტრანსპორტით სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებთან.

 

2.1.2

საჰაერო ტრანსპორტი

2123

2124

მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები, სატრანსპორტო საშუალებების არენდა ეკიპაჟთან ერთად, სამგზავრო ან სატვირთო მომსახურების განსახორციელებლად. დამხმარე მომსახურება, მათ შორის: დაწყობა, დატვირთვა, გადმოტვირთვა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, საკომისიო გადახდა, სააგენტო მომსახურება, დაკავშირებული საჰაერო ტრანსპორტით სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებთან, სანავიგაციო მომსახურება.

2.1.3

საავტომობილო ტრანსპორტი

2143

2144

მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები, სატრანსპორტო საშუალებების არენდა ეკიპაჟთან ერთად, სამგზავრო ან სატვირთო მომსახურების განსახორციელებლად. დამხმარე მომსახურება, მათ შორის, დაწყობა, დატვირთვა, გადმოტვირთვა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, საკომისიო გადახდა, სააგენტო მომსახურება, დაკავშირებული საავტომობილო ტრანსპორტით სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებთან.

2.1.4

სარკინიგზო ტრანსპორტი

2163

2164

მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები, სატრანსპორტო საშუალებების არენდა ეკიპაჟთან ერთად, სამგზავრო ან სატვირთო მომსახურების განსახორციელებლად. დამხმარე მომსახურება, მათ შორის, დაწყობა, დატვირთვა, გადმოტვირთვა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, საკომისიო გადახდა, სააგენტო მომსახურება, დაკავშირებული სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვებთან.

2.1.5

მილსადენი

2183

2184

გაზის, ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურება; მილსადენების მომსახურება.

2.2

მოგზაურობა (ტურისტული მომსახურება)

 

 

საქონლისა და მომსახურების ყველა სახე, შეძენილი ჩამოსულთა მიერ მასპინძელ ქვეყანაში საკუთარი მომხმარების მიზნით.

2.2.1

ანგარიშსწორება საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის ბარათების მიხედვით (საბანკო და არასაბანკო) და საგზაო ჩეკებით

2203

2204

საბანკო და არასაბანკო საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (VISA INTERNATIONAL, EUROPAY International, AMERICAIV EXPRESS და მათი მსგავსი) საგადამხდელო ბარათებით გადახდები, ანგარიშსწორება საგზაო ჩეკებით.

2.2.2

მოგზაურობა დანარჩენი

2205

2206

გადახდები ტურისტული საგზურებისათვის, სასტუმროში და სხვა ადგილებში მცირე ხნით (ერთ წელზე ნაკლები) ცხოვრებისათვის, კერძო გადარიცხვები საზღვარგარეთიდან არარეზიდენტების (მათ შორის, უცხოელი სტუდენტების) ხარჯების დასაფარად, კერძო გადარიცხვები უცხოეთში რეზიდენტების (მათ შორის, სტუდენტების) ხარჯების დასაფარად.

2.3

კავშირგაბმულობის მომსახურება

2213

2214

ტელესაკომუნიკაციო: სატელეფონო, ტელექსის, ტელეგრაფის, თანამგზავრული და ფაქსიმილური კავშირის უზრუნველყოფა; რადიო- და სატელევიზიო მაუწყებლობა, როგორც საკაბელო, ისე ტრანსლიციური; ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით მომსახურების უზრუნველყოფა; საფოსტო მომსახურების და საკურიერო კავშირის უზრუნველყოფა.

 

2.4

სამშენებლო მომსახურება

2223

2224

სახსრების შემოდინება ობიექტების მშენებლობაზე, მოწყობილობების მონტაჟზე, შენობების და მოწყობილობების რემონტზე საქართველოს საზღვრებს გარეთ (კრედიტი), სამშენებლო სამუშაოების ანაზღაურება, შენობების რემონტისა და მოწყობილობების მონტაჟის ჩათვლით, არარეზიდენტი სამშენებლო კომპანიების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე (დებეტი). უფრო დეტალური განსაზღვრა სამშენებლო კომპანიების რეზიდენტობისა მოცემულია დანართში.

2.5

სადაზღვევო მომსახურება

 

 

 

2.5.1

სადაზღვევო შენატანები

2233

2234

სადაზღვევო შენატანების გადახდა (სადაზღვევო პრემია) დაზღვევის და გადაზღვევის სხვადასხვა სახეებზე (მაგალითად,საგარეო ვაჭრობისას ტვირთების დაზღვევა).

2.5.2

ანაზღაურება სადაზღვევო პოლისით

2235

2236

ანაზღაურება, გადახდილი სადაზღვევო კომპანიების მიერ, სადაზღვეო პოლისების შესაბამისად, რაც უკავშირდება, მაგალითად, გადაზიდვებისას საქონლის დაზიანებას ან დაკარგვას.

2.6

ფინანსური მომსახურება

2243

2244

ფინანსურ შუამავალთა მომსახურება (მაგალითად, საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით); საკომისიო გადახდები აკრედიტივთან, საბანკო აქცეპთან, ფინანსურ ლიზინგთან დაკავშირებული ოპერაციებისათვის, საკომისიო უცხოურ ვალუტასთან, ფასიან ქაღალდებთან, აქტივების მართვასთან, საკორესპონდენტო ანგარიშების მომსახურებასთან, სახსრების გადარიცხვასთან და მათი მსგავსი ოპერაციების განხორციელებისათვის.

2.7

როიალტი და სალიცენზიო გადახდები

2253

2254

გადახდები არამატერიალური ხასიათის არასაფინანსო აქტივებით და საკუთრების უფლებით (ისეთებით, როგორიცაა პატენტები, საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, სახელმწოფო ატრიბუტიკა და ა. შ.) და სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე წარმოებული ორიგინალებით (ისეთები, როგორებიცაა: ხელნაწერი და ფილმები) სარგებლობისათვის.

2.8

საოპერაციო ლიზინგი

2263

2264

მოწყობილობების საოპერაციო ლიზინგი პერსონალის გარეშე

2.9

სამთავრობო მომსახურება

2273

2274

საელჩოების, საკონსულოების, ოფიციალური სავაჭრო, სამხედრო და სხვა წარმომადგენლობების (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების) მიერ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც ისინი მდებარეობენ შეძენილი საქონლისა თუ გაწეული მომსახურების ყველა სახეობა; გადახდები, დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტების მრავალმხრივ დარეგულირებასთან და შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე სამშვიდობო ქვეგანაყოფების განლაგებასთან დაკავშირებით, მაგალითად, გაეროს ჯარებისათვის.

2.10

სხვა მომსახურება

2283

2284

იურიდიული, საკონსულტაციო, აუდიტორული მომსახურება, რეკლამა, მარკეტინგი, სამეცნიერო–კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოები, არქიტექტორული, საინჟინრო და სხვა ტექნიკური მომსახურება, მომსახურება სოფლის მეურნეობის დარგისა და პროდუქციის ადგილზე გადასამუშავებლად, მომსახურება კულტურისა და დასვენების სფეროებში და კერძო პირთათვის. ასევე ყველა ის მომსახურება, რომელიც არ მოხვდა ზემოთ მოყვანილ მუხლებში

3

შემოსავლები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: შემოსავალი, მიღებული საქართველოს რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებისაგან; დებეტი: შემოსავალი, გადახდილი საქართველოს რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებისათვის.

3.1

შრომის ანაზღაურება

2611

2612

ფიზიკურ პირთათვის ხელფასის გადარიცხვა, რომელიც მიღებულია მუშებისა და მოსამსახურეების მიერ იმ ქვეყნის საზღვრებს გარედან, რომლის რეზიდენტებსაც ისინი წარმოადგენენ (მათ შორის, სეზონური მუშების და მოსამსახურეების, ასევე სხვა კატეგორიის მშრომელთა, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ 1 წელზე ნაკლები დროით, ხელფასის საქართველოში გადარიცხვა). თუ არ არსებობს ინფორმაცია ხელფასის მიმღების რეზიდენტობის შესახებ, მაშინ ეს თანხები ავსახოთ მიმდინარე ტრანსფერებში – სხვა სექტორები ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებები, პუნქტი 4.2.1.

3.2

შემოსავლები პირდაპირი ინვესტიციებიდან

 

 

 

3.2.1

შემოსავლები კომპანიის კაპიტალში მონაწილეობისათვის

2623

2624

შემოსავლები კომპანიის კაპიტალში საპაიო მონაწილეობისათვის (დივიდენდები აქციებზე და საზღვარგარეთული განყოფილებების განაწილებული მოგება). პირდაპირი ინვესტორის განსაზღვრება მოცემულია დანართში.

3.2.2

პროცენტები სავალო ვალდებულებებიდან

2625

2626

პროცენტები სავალო ვალდებულებებიდან პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს შორის, მათ შორის, პროცენტი სუბორდინირებულ კრედიტებსა და პირდაპირი ინვესტორიდან მიღებული დაბრუნებადი ფინანსური დახმარებიდან.

3.3

შემოსავლები პორტფელური ინვესტიციებიდან

 

 

 

3.3.1

შემოსავლები კომპანიის კაპიტალში მონაწილეობიდან

2645

2646

შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან, რომლებიც კაპიტალში (აქციები, მონაწილეობის სერტიფიკატი, საპაიო ფასიანი ქაღალდები, ყველა სახის კაპიტალდაბანდებები საინვესტიციო ფონდებში) მონაწილეობის უფლებას იძლევიან, ამასთან, არა უმეტეს 10 პროცენტისა.

3.3.2

პროცენტები სავალო ვალდებულებებიდან

2655

2656

სავალო ფასიანი ქაღალდებით მიღებული (გადახდილი) პროცენტები.

3.4

შემოსავლები სხვა ინვესტიციებიდან

2675

2676

პროცენტები მიღებული დეპოზიტების, კრედიტების და სესხების მიხედვით, პროცენტები საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული ნაშთებით სარგებლობისათვის და მათი მსგავსი.

4

მიმდინარე ტრანსფერები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: მიმდინარე ტრანსფერები, მიღებული საქართველოს რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებისაგან. დებეტი: მიმდინარე ტრანსფერტები, მიღებული არარეზიდენტების მიერ საქართველოს რეზიდენტებისაგან.

4.1

სახელმწიფო სექტორი

2853

2854

ჰუმანიტარული დახმარება და გრანტები, მიღებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ; საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ შეტანილი საწევროები საერთაშორისო ფონდებში; გადასახადები და ჯარიმები, რომელსაც იხდიან არარეზიდენტები საქართველოს სახელმწიფო ორგანოებში, ან საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გადახდილი ჯარიმები არარეზიდენტებისათვის.

4.2

სხვა სექტორები

 

 

 

4.2.1

ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებები

2863

2864

ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებები, რომლებიც საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ხნით იმყოფებიან (დაუბრუნებადი ფულადი გადარიცხვები).

 

 

 

 

 

4.2.2

სხვა ტრანსფერები

2865

2866

ჩუქება, მემკვიდრეობა, ჰუმანიტარული დახმარება, მიღებული ფიზიკური პირებისა და საქართველოს არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ (გაცემული ფიზიკური პირებისა და საქართველოს არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ), ალიმენტები და სხვა გადასახადები ბავშვების შესანახად, პენსიები, სტიპენდიები და სხვა გადასახადები სოციალური უზრუნველყოფის ჩარჩოებში, რომლებსაც გადაიხდიან სახელმწიფო ორგანოები და არასახელმწიფო ორგანიზაციები, კერძო გადარიცხვები, რომლებსაც იღებენ რეზიდენტები არარეზიდენტებისაგან ან არარეზიდენტები რეზიდენტებისაგან, პერიოდული გადარიცხვები (საწევრო ანარიცხების ჩათვლით) საქველმოქმედო, რელიგიურ, სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაციებს, ბაჟისა და ჯარიმის გადახდა, თუ მას ახორციელებენ საქართველოს არასახელმწიფო ორგანიზაციები არარეზიდენტებისათვის და სხვა ქვეყნების ან არარეზიდენტები საქართველოს არასახელმწიფო ორგანიზაციებისათვის.

 

                                                                                                                                                       

 

 

 

 

 

 

 

 

კოდები

კოდების გამოყენება

 

 

 

 

 

5

კაპიტალის ანგარიში

კრედიტი (მიღებულია)

დებეტი (გაცემულია)

კრედიტი: კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებული თანხების შემოდინება; დებეტი: კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებული თანხების გადინება.

5.1

კაპიტალური ტრანსფერტები

3433

3434

სახსრების ერთჯერადი ან არარეგულარული უანგარო გადარიცხვა როგორც დონორისათვის, ისე მისი მიმღებისათვის (ბენეფიციარისათვის), რაც უშუალოდ (ერთ-ერთისთვის მაინც) დაკავშირებულია ძირითადი კაპიტალის შეძენასა ან გაყიდვასთან. საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ არარეზიდენტებისათვის მიცემული კაპიტალური ტრანსფერები, ასევე არარეზიდენტების მიერ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის მიცემული კაპიტალური ტრანსფერები, რომლებიც გამიზნულია ძირითადი კაპიტალის ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფარვისათვის (მაგალითად, მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო პროექტის დაფინანსება); საინვესტიციო სუბსიდიები, მათ შორის: უანგარო ფინანსური დახმარება სამეურნეო სუბიექტებისათვის და გრანტები წარმოების რეკონსტრუქციისა და განვითარებისათვის; გადარიცხვები, რაც უკავშირდება მუდმივ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას.

ბ) კაპიტალის და ფინანსური ოპერაციების ანგარიში:

5.2

არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გაყიდვა

3591

3592

სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების შეძენა/გაყიდვა, ასევე სხვა ანალოგიური უფლებების: გამოგონების, სამრეწველო ნიმუშების, სავაჭრო ნიშნების, პატენტების, ლიცენზიების, ნოუ-ჰაუს და ა.შ. უცხოური საელჩოების მიერ მიწის ნაკვეთების შეძენა/გაყიდვა.

ფინანსური ანგარიში

კოდები

კოდების გამოყენება

6

პირდაპირი ინვესტიციები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი – პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების შემოდინება. დებეტი – პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების გადინება

6.1

პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ

 

6.1.1

სააქციო კაპიტალი

4121

4122

რეზიდენტი ინვესტორის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირის საწესდებო ფონდში ფულის ჩარიცხვა მისი საერთო მოცულობის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობით და საწესდებო ფონდის ნაწილის უკან დაბრუნება; რეზიდენტის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირის აქციების პაკეტის შესყიდვა (გარდა პრივილეგირებული აქციებისა ხმის უფლების გარეშე), რომელიც შეადგენს სააქციო კაპიტალის 10 ან მეტ პროცენტს და აქციების ასეთი პაკეტის არარეზიდენტზე მიყიდვა. თუ ვერ ხერხდება სააქციო კაპიტალის წილის დადგენა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წილი არ აღემატება 10 პროცენტს და ასეთი ოპერაცია მივაკუთნოთ პორტფელის ინვესტიციას.

6.1.2

სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით

4161

4162

ოპერაციები, დაკავშირებული საკრედიტო რესურსებთან, რომლებსაც ადგილი აქვთ პირდაპირ რეზიდენტ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების არარეზიდენტ საწარმოს შორის: ნებისმიერი ვალი, მიღებული პირდაპირი ინვესტორისაგან ან მიცემული პირდაპირი ინვესტორისათვის (ბანკებისათვის მხოლოდ უვადო ვალები), პირდაპირი ინვესტორისაგან მიღებული/გაცემული დაბრუნებადი ფინანსური დახმარება.

6.2

პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში

6.2.1

სააქციო კაპიტალი

4221

4222

არარეზიდენტი ინვესტორის მიერ თანხის შეტანა რეზიდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში, საერთო თანხის არანაკლებ 10 პროცენტისა და საწესდებო კაპიტალის ნაწილის გამოსყიდვა. არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის აქციების პაკეტის (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, ხმის უფლების გარეშე) შესყიდვა, რომელიც შეადგენს სააქციო კაპიტალის 10 ან მეტ პროცენტს და ასეთი აქციების პაკეტის უკან გამოსყიდვა. თუ ვერ ხერხდება სააქციო კაპიტალის წილის დადგენა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წილი აღემატება 10 პროცენტს და ასეთი ოპერაცია მივაკუთნოთ პირდაპირ ინვესტიციას.

6.2.2

სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით

4261

4262

ოპერაციები, დაკავშირებული საკრედიტო რესურსებთან, რომლებსაც ადგილი აქვთ არარეზიდენტ პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების რეზიდენტ საწარმოს შორის: ნებისმიერი ვალი (ბანკებისათვის მხოლოდ უვადო ვალი), მიღებული პირდაპირი ინვესტორისაგან ან გაცემული პირდაპირ ინვესტორზე; პირდაპირი ინვესტორისაგან მიღებული დაბრუნებადი ფინანსური დახმარება.

7

პორტფელური ინვესტიციები

 

7.1

აქტივები (უცხოური ფასიანი ქაღალდები, ანუ ინვესტირება საზღვარგარეთ)

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: არარეზიდენტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, ან მათი დაფარვა (გარდა სასაქონლო ვექსელის დაფარვისა). დებეტი: არარეზიდენტების გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა რეზიდენტების მიერ.

 

7.1.1

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას

5021

5022

არარეზიდენტების მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას (მონაწილეობის წილი 10 პროცენტზე ნაკლები. თუ ვერ ხერხდება წილის განსაზღვრა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ის არ აღემატება 10 პროცენტს): სხვადასხვა ტიპის აქციები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მესაკუთრისთვის წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღების უფლებას და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის); საპაიო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ საპაიო მონაწილეობას საწესდებო ფონდში.

7.1.2

სავალო ფასიანი ქაღალდები

 

 

შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება ფასიანი ქაღალდის ვადიანობის დადგენა, მაშინ ის მიაკუთვნეთ მოკლევადიანს.

7.1.2.1

გრძელვადიანი და უვადო სავალო ფასიანი ქაღალდები

5031

5032

პრივილეგირებული აქციები, ობლიგაციები, რომლებიც მესაკუთრისათვის უზრუნველყოფენ უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის; გრძელვადიანი საშემნახველო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები; კრედიტში მონაწილეობის მიმოქცევადი სერტიფიკატები; სხვა გრძელვადიანი და უვადო სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ არარეზიდენტების სავალო ვალდებულებებს რეზიდენტების მიმართ.

7.1.2.2

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები

5041

5042

 

7.2

პასივები (საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები)

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: არარეზიდენტების მიერ საქართველოში გამოცემული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა. დებეტი: არარეზიდენტების მიერ საქართველოში გამოცემული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან მათი დაფარვა (გარდა სასაქონლო ვექსელის დაფარვისა).

7.2.1

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას

5051

5052

რეზიდენტების მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას (მონაწილეობის წილი 10 პროცენტზე ნაკლები): სხვადასხვა ტიპის აქციები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მესაკუთრისათვის უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის); საპაიო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საწესდებო ფონდში საპაიო მონაწილეობას ადასტურებენ.

7.2.2

სავალო ფასიანი ქაღალდები

 

 

შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება ფასიანი ქაღალდის ვადიანობის დადგენა, მაშინ ის მიაკუთვნეთ მოკლევადიანს.

7.2.2.1

გრძელვადიანი და უვადო სავალო ფასიანი ქაღალდები

5061

5062

ობლიგაციები, პრივილიგირებული აქციები, რომლებიც მესაკუთრისათვის უზრუნველყოფენ უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის, გრძელვადიანი საშემნახველო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები, მიმოქცევაში მყოფი კრედიტში მონაწილეობის სერტიფიკატი, წარდგენილი საქართველოს რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებისათვის; სხვა გრძელვადიანი და უვადო სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ რეზიდენტების სავალო ვალდებულებებს არარეზიდენტების მიმართ.

7.2.2.2

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები

5071

5072

 

8

სხვა ინვესტიციები

8.1

სხვა ინვესტიციები – აქტივები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: რეზიდენტების მიერ ადრე გაცემული საკრედიტო სახსრების დაბრუნება. დებეტი: საკრედიტო სახსრების გაცემა არარეზიდენტებისათვის.

8.1.1

კრედიტები და სესხები

 

 

 

8.1.1.1

გრძელვადიანი

6161

6162

 

8.1.1.2

მოკლევადიანი

6271

6272

მოკლევადიანი კრედიტები და სესხები, გაცემული რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებზე: არარეზიდენტებისათვის მიცემული სახსრები რეპო ოპერაციების მიხედვით, სხვა მოკლევადიანი კრედიტები (რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა 1 წელი ან წელზე ნაკლებია).

8.1.2

დეპოზიტები

 

 

 

8.1.2.1

დეპოზიტები

6363

6364

ყველა სახის დეპოზიტები (ვადიანი, მოთხოვნამდე და სხვა აკრედიტივების გარდა), რომლებიც რეზიდენტების მიერ განთავსებულია არარეზიდენტ ბანკებში.

8.1.2.3

აკრედიტივები

6281

6282

აკრედიტივები, განთავსებული რეზიდენტების მიერ არარეზიდენტ ბანკებში

8.1.3

დანარჩენი აქტივები

6543

6544

სხვა ოპერაციები, რომლებიც არ შესულან 8.1.1 და 8.1.2 პუნქტებში, მაგალითად, საქართველოდან არარეზიდენტისათვის სახსრების გადარიცხვა, გარანტიის ხელშეკრულებით ან თავდებობით, რომლის მიხედვითაც რეზიდენტი გვევლინება გარანტად ან თავდებად ნებისმიერი საგადამხდელო ვალდებულების შესრულებაზე ერთი არარეზიდენტის მიერ მეორე არარეზიდენტისათვის, სახსრების დარეზერვებისათვის სპეციალური ანგარიშიდან გადარიცხვის დროს, ხელმოწერა საერთაშორისო ორგანიზაციის კაპიტალზე, რომელიც არ გვევლინება ფულად-საკრედიტო დაწესებულებად.

8.2

სხვა ინვესტიციები – პასივები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: სახსრების მოზიდვა არარეზიდენტებისგან დებეტი: სახსრების დაბრუნება არარეზიდენტებისათვის

8.2.1

კრედიტები და სესხები

 

 

 

8.2.1.1

გრძელვადიანი

6641

6642

 

8.2.1.2

მოკლევადიანი

6751

6752

მოკლევადიანი კრედიტები და სესხები (რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელს ან ნაკლებს), მიღებული არარეზიდენტებისაგან: სახსრები რეპოოპერაციებიდან, სხვა მოკლევადიანი კრედიტები.

8.2.2

დეპოზიტები

 

 

 

8.2.2.1

დეპოზიტები

6841

6842

არარეზიდენტებისაგან მიღებული ყველა სახის დეპოზიტები, აკრედიტივების გარდა.

8.2.2.3

აკრედიტივები

6761

6762

რეზიდენტ ბანკებში აკრედიტივების გახსნა არარეზიდენტების მიერ

8.2.3

დანარჩენი პასივები

6941

6942

სხვა ოპერაციები, რომლებიც არ მიეკუთვნება სხვა ინვესტიციები – პასივები
მუხლის 8.2.1 და 8.2.2 პუნქტებს: საქართველოში სახსრების მიღება არარეზიდენტის მიერ გარანტიის ან თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საგარანტიო ვალდებულების შესრულებისათვის, რომლის დროსაც არარეზიდენტი გვევლინება გარანტად ან თავდებად ნებისმიერი საგადამხდელო ვალდებულების შესრულებაზე ორ რეზიდენტს შორის.

 

გ) სპეციალური კოდები:

 

9.1

ნეიტრალური ოპერაციები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი – თანხების შემოდინება დებეტი – თანხების გადინება

9.1.1

სატრანზიტო სახსრების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ჩარიცხვა (გადარიცხვა)

8441

8442

საქართველოს ორ ბანკს შორის განხორციელებული ოპერაციები, უცხოური ბანკის გავლით, რეზიდენტი ბანკების ნოსტრო ანგარიშებზე სახსრების მოძრაობა – ანგარიშსწორება რეზიდენტებს შორის. ამ კოდის გამოყენებისას საჭიროა გრაფაში პარტნიორი ჩაიწეროს ქართული ბანკის დასახელება და გრაფაში შენიშვნა იმ უცხოური ბანკის დასახელება, რომლის გავლითაც უნდა გადაირიცხოს სახსრები.

9.1.2

საქართველოს საბანკო სისტემის საშუალებით ორ არარეზიდენტს შორის სახსრების მოძრაობა

8443

8444

საქართველოს რეზიდენტ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშზე არარეზიდენტისაგან ჩარიცხული თანხის გადარიცხვა არარეზიდენტისათვის ისევ საქართველოს რომელიმე ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე (საქართველოს საბანკო სისტემის მეშვეობით ორ არარეზიდენტს შორის განხორციელებული ოპერაცია). ამ კოდის გამოყენებისას საჭიროა გრაფაში პარტნიორიჩაიწეროს ქართული ბანკის დასახელება, რომლის ანგარიშზეც უნდა გადაირიცხოს ან რომლის ანგარიშიდანაც უნდა გადმოირიცხოს სახსრები და გრაფაში შენიშვნა საკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი და ოპერაციის შინაარსი.

9.1.3

ბანკების მიერ უნაღდო ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ეროვნული ვალუტით

8445

8446

უცხოურ ვალუტაში უნაღდო სახსრების ყიდვა/გაყიდვა რეზიდენტებს შორის საქართველოს ეროვნულ ვალუტით, ამ შემთხვევაში გრაფაში პარტნიორი იწერება ბანკის დასახელება, რომლის ანგარიშზეც უნდა გადაირიცხოს ან რომლის ანგარიშიდანაც უნდა გადმოირიცხოს უცხოური ვალუტა.

9.1.4

ბანკების მიერ ნაღდი უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა

8447

8448

ნოსტრო ანგარიშებიდან სახსრების ჩამოწერა ნაღდი უცხოური ვალუტის შესაძენად რეზიდენტი იურიდიულ პირებისაგან; ნოსტრო ანგარიშებზე სახსრების ჩარიცხვა ნაღდი უცხოური ვალუტის რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაყიდვის შედეგად; საკორესპონდენტო ანგარიშების შევსება.

9.2

ოპერაციები იურიდიულ პირთავის 10 000 აშშ დოლარის და ფიზიკურ პირთათვის 5 000 აშშ დოლარის ზღვრული ოდენობის ქვევით

8021

8022

ამ კოდის გამოყენების დროს არ არის სავალდებულო მიუთითოთ ქვეყნის კოდი

9.3

ოპერაციები, რომელთა შინაარსი დროებით გაურკვეველია

8051

8052

ეს კოდები გამოიყენება, როდესაც ოპერაციის შინაარსის დადგენა დროებით ვერ მოხერხდა. ისინი საშუალებას გვაძლევს დავხუროთ ოპერაციული დღე. მოგვიანებით, ეს ოპერაციები უნდა გაიშიფროს და სებ-ში გამოსაგზავნ ინფორმაციაში დაისვას შესაბამისი კოდები.

10

ანგარიშებზე სახსრების ნაშთები

 

10.1

ნაშთი პერიოდის დასაწყისში:

 

10.1.1

ნოსტრო ანგარიში

 

9111

ნაშთი ნოსტრო ანგარიშზე პერიოდის დასაწყისში

10.1.2

ლორო ანგარიში

 

9221

ნაშთი ლორო და მიმდინარე ანგარიშზე პერიოდის დასაწყისში

10.2

ნაშთი პერიოდის ბოლოს:

 

10.2.1

ნოსტრო ანგარიში

 

9112

ნაშთი ნოსტრო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს

10.2.2

ლორო ანგარიში

 

9222

ნაშთი ლორო და მიმდინარე ანგარიშზე პერიოდის ბოლოს