დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016763 |
|
„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2008, №186, მუხ.1950) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების და მიკრობანკების (შემდგომში – ბანკი): ა) საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის (ITRS) ფორმები – დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად; ბ) ეროვნული ბანკისადმი წარსადგენი საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ITRS ფორმის შესაბამისი Xml ფაილის და მისი ველების მოკლე აღწერა – დანართი №3-ის შესაბამისად; გ) ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ - ფორმა №1-ის შევსების ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად. 3. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბანკებმა უზრუნველყონ ეროვნულ ბანკში წარსადგენი სტატისტიკური ინფორმაციის უტყუარობა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები