„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის № 362 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის № 362 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 168/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 171, 30/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 28/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016017
  • Word
168/01
28/12/2010
სსმ, 171, 30/12/2010
220020000.18.011.016017
„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის № 362 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №168/01

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო­ნის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლი მე-4 და მე–5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2008,  №186, მუხ.1950) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 45-ე მუხლის საფუძველზე,“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ (ფორმა №1)-ის შევსების ინსტრუქცია (დანართი №4)“.

3. ბრძანებით დამტკიცებული „ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური  ოპერაციების შესახებ” (ფორმა №1)-ის შევსების ინსტრუქციაში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერა­ციების შესახებ ბანკის ანგარი­შის (შემდგომში – ფორმა № 1) მეშვეობით მოგროვებული  ინფორმაცია წარმოადგენს საქარ­თველოს ეკონომიკის საგარეო სექტორის სტატისტიკის შედგენის საფუძველს.

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეხუთე გრაფაში (პარტნიორი) ნეიტრალური ოპერაციების გატარების დროს აღინიშნება საქართველოში მოქმედი ბანკის კოდი, ან იმ უცხოური ბანკის დასახელება, რომელთანაც ხორციელდება ანგარიშსწორება. მილიონ აშშ დოლარის ან მეტი ოდენობის თანხაზე ჩატა­რე­ბუ­ლი არანეიტრა­ლუ­რი ოპერაციების დროს აღინიშნება ამ ოპერაციის რეზიდენტი მხარის საიდენტიფიკაციო ნომერი. იურიდიულ პირთათვის საიდენტიფიკაციო ნომერი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი, ხოლო ფიზიკურ პირთათვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.“.

გ) მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მერვე გრაფაში (შენიშვნა), მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხაზე ჩატა­რე­ბუ­ლი ოპერაციებისათვის და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, იწერება ოპერაციის შინაარსის სიტყ­ვი­ერი აღწერა (ოპერაციათა კოდირების სიზუსტის კონტროლის განხორ­ციელებისათ­ვის, საგადასახდე­ლო ბალანსის სტანდარტული კლასიფიკაციის თანახმად).“.

დ) მე-7-მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კაპიტალის და ფინანსური ოპერაციების ანგარიში:

 

 

კოდები

კოდების გამოყენება

5

კაპიტალის ანგარიში

კრედიტი

(მიღებუ-ლია)

დებეტი

(გაცემუ-ლია)

კრედიტი: კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებული თანხების შემოდინება;

დებეტი: კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებული თანხების გადინება.

5.1

კაპიტალური ტრანსფერტები

3433

3434

სახსრების ერთჯერადი ან არარეგულარული უანგარო გადარიცხვა რო­გორც დონორისათვის, ისე მისი მიმღებისათვის (ბენეფიციარისა­თ­ვის), რაც უშუალოდ (ერთ-ერთისთვის მაინც) დაკავშირებუ­ლია ძი­რი­თადი კაპიტალის შეძენასა ან გაყიდვასთან. საქართველოს სახელ­მწ­ი­ფო ორგა­ნიზაციების მიერ არარეზიდენტ­ებ­ი­სათვის მიცემული კაპი­ტალუ­რი ტრანსფერები, ასევე არარეზი­დენ­ტ­ების მიერ საქართველოს სახელმ­წი­ფო ორგანიზა­ცი­ებისათვის მიცემუ­ლი  კაპიტა­ლური ტრანს­ფერები, რომ­ლებიც გამიზნულია ძირითადი კაპიტალის ხარჯების სრული ან ნაწი­ლობრივი დაფარ­ვის­ათვის (მაგა­ლ­ი­თად, მსხვილმას­შ­ტა­ბიანი სამ­შე­ნებ­ლო პროექტის დაფინანსება); საინ­ვესტ­­ი­ციო სუბსიდიე­ბი, მათ შორის: უანგარო ფინანსური დახ­მარ­ება სა­­მეურნეო სუბიექტე­ბი­სა­თვის და გრან­ტები წარმოების რეკონსტ­რუ­ქ­­ციისა და განვითარე­ბი­სა­თვის; გადარიცხ­ვები, რაც უკავშირდება მუდ­მივ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას.

 

5.2

არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გაყიდვა

3591

3592

სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების შეძენა/გაყიდვა, ასევე სხვა ანალოგიური უფლებების: გამოგონების, სამრეწველო ნიმუშების, სავაჭრო ნიშნების, პატენტების, ლიცენზიების, ნოუ–ჰაუს და ა.შ. უცხოური საელჩოების მიერ მიწის ნაკვეთების შეძენა/გაყიდვა.

 

 

ფინანსური ანგარიში

კოდები

კოდების გამოყენება

6

პირდაპირი ინვესტიციები

კრედიტი

დებეტი

 

კრედიტი –  პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების შემოდინება.

დებეტი – პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების გადინება

 

6.1

პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ

6.1.1

სააქციო კაპიტალი

 

6.1.1.1

სააქციო კაპიტალი

 

4121

4122

რეზიდენტი ინვესტორის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირის საწესდებო ფონდში ფულის ჩარიცხვა მისი საერთო მოცულობის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობით და საწესდებო ფონდის ნაწილის უკან დაბრუნება;

რეზიდენტის მიერ არარეზიდენტი იურიდიული  პირის აქციების პაკე­ტის შესყიდვა (გარდა პრივილეგირებული აქციებისა ხმის უფლების გარეშე), რომელიც შეადგენს სააქციო კაპიტალის 10 ან მეტ პროცენტს და აქციების ასეთი  პაკეტის არარეზიდენტზე მიყიდვა. თუ ვერ ხერხდება სააქციო კაპიტალის წილის დადგენა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წილი არ აღემატება 10 პროცენტს და ასეთი ოპერაცია მივაკუთნოთ პორტფელის  ინვესტიციას.

 

6.1.1.2

უძრავი ქონების შეძენა

4123

4124

რეზიდენტების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე მიწისა და უძრავი ქონების შეძენა

 

6.1.2

სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით

4161

4162

ოპერაციები დაკავშირებული საკრედიტო რესურსებთან, რომლებსაც ადგილი აქვთ პირდაპირ რეზიდენტ ინვესტორსა და პირდაპირი ინვეს­ტირების არარეზიდენტ საწარმოს შორის: ნებისმიერი ვალი, მიღებული პირდაპირი ინვესტო­რისაგან ან მიცემული პირდაპირი ინვესტორისათ­ვის (ბანკებისათვის მხოლოდ უვადო ვალები), პირდაპირი ინვესტორი­საგან მიღებული/გაცემული დაბრუნებადი ფინანსური დახმარება.  

 

6.2

პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში

 

6.2.1

სააქციო კაპიტალი

 

 

6.2.1.1

სააქციო კაპიტალი

4221

4222

არარეზიდენტი ინვესტორის მიერ თანხის შეტანა რეზიდენტი იური­დ­ი­ული პირის საწესდებო კაპიტალში, საერთო თანხის არანაკლებ 10 პრო­­ცენტისა და საწესდებო კაპიტალის ნაწილის გამოსყიდვა. არა­რე­ზი­დენ­ტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის აქციების  პაკეტის (გარ­და პრი­ვი­ლეგირებული აქციებისა, ხმის უფლების გარეშე) შესყიდვა, რომელიც შეადგენს სააქციო კაპიტალის 10 ან მეტ პროცენტს და ასეთი აქციების პაკეტის  უკან გამოსყიდვა. თუ ვერ ხერხდება სააქციო კაპიტალის წილის დადგენა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წილი აღემატება 10 პროცენტს და ასეთი ოპერაცია მივაკუთნოთ პირდაპირ ინვესტიციას.

 

6.2.1.2

უძრავი ქონების შეძენა

4223

4224

არარეზიდენტების მიერ საქართველოში მდებარე მიწისა და უძრავი ქონების შეძენა

 

6.2.2

სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით

4261

4262

ოპერაციები, დაკავშირებული საკრედიტო რესურსებთან, რომლებსაც ადგილი აქვთ არარეზიდენტ პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების რეზიდენტ საწარმოს შორის: ნებისმიერი ვალი, (ბანკებისათვის მხოლოდ უვადო ვალი) მიღებული პირდაპირი ინვესტორისაგან ან გაცემული პირდაპირ ინვესტორზე; პირდაპირი ინვესტორისაგან მიღებული დაბრუნებადი ფინანსური დახმარება. 

 

7

პორტფელური ინვესტიციები

 

7.1

აქტივები (უცხოური ფასიანი ქაღალდები

ანუ ინვესტირება საზღვარგარეთ)

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: არარეზიდენტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, ან მათი დაფარვა (გარდა სასაქონლო ვექსელის დაფარვისა).

დებეტი: არარეზიდენტების გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა რეზიდენტების მიერ.

 

7.1.1

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყო-ფენ კაპიტალში მონაწილეობას

5021

5022

არარეზიდენტების მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები, რომ­ლე­ბიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას (მონაწილეობის წილი 10 პროცენტზე ნაკლები. თუ ვერ ხერხდება წილის განსაზღ­ვრა, მაშინ ჩა­ვთვალოთ, რომ ის არ ღემატება 10 პროცენტს): სხვადას­ხვა ტიპის აქცი­ები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, რომლებიც უზრუნ­ველ­ყო­ფენ მესაკუთრის-თვის წინასწარ შეთანხმებული მოგების მი­ღე­ბის უფლებას და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის); საპაიო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ საპაიო მონაწილე­ო­ბას საწესდებო ფონდში.

 

7.1.2

სავალო ფასიანი ქაღალდები

 

 

შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება ფასიანი ქაღალდის ვადიანობის დად­გენა, მაშინ ის მიაკუთვნეთ მოკლევადიანს.

 

7.1.2.1

გრძელვადიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები

 

5031

5032

პრივილეგირებული აქციები, ობლიგაციები, რომლებიც მესაკუთრ­ი­­ს­ა­თვის უზრუნველყოფენ უფლებას წინასწარ შეთანხმებული მო­გებ­ის მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისა­თვის; გრძელ­ვადიანი საშემნახველო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები; კრე­დიტში მონაწილეობის მიმოქცევადი სერტიფიკატები; სხვა გრძელ­ვადიანი და უვა­დო სავალო  ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ არარე­ზი­დენტების სავალო ვალდებულებებს რეზიდენტების მიმართ.

 

7.1.2.2

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები

5041

5042

სახაზინო ვექსელების; მოკლევადიანი საანაბრო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები; საბანკო აქცეპტი.

 

7.2

პასივები (საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები)

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: არარეზიდენტების მიერ საქართველოში გამოცემული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა.

დებეტი: არარეზიდენტების მიერ საქართველოში გამოცემული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, ან მათი დაფარვა (გარდა სასაქონლო ვექსელის დაფარვისა).

 

7.2.1

ფასიანი ქაღალდე­ბი, რომლებიც უზრუნველყო-ფენ კაპიტალში მონაწილეობას

5051

5052

რეზიდენტების მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები, რომ­ლ­ებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას (მონაწილეობის წილი 10 პროცენტზე ნაკლები): სხვადასხვა ტიპის აქციები (გარდა პრივი­ლე­გირე­ბული აქციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მესაკუ­თ­რისა­თ­ვის უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირე­ბულ თანხას დაფარვის დროისათვის); საპაიო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც  საწესდებო ფონდში საპაიო მონაწილეობას ადასტურებენ.

 

7.2.2

სავალო  ფასიანი ქაღალდები

 

 

შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება ფასიანი ქაღალდის ვადიანობის დად­გენა მაშინ ის მიაკუთვნეთ მოკლევადიანს.

 

7.2.2.1

გრძელვადიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები

 

5061

5062

ობლიგაციები, პრივილიგირებული აქციები, რომლებიც მესაკუთრი­სათ­ვის უზრუნველყოფენ უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის, გრძელვა­დი­ანი საშემნახველო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები, მიმო­ქცევაში მყოფი კრედიტში მონაწილეობის სერტიფიკატი, წარ­დგენილი საქართ­ველოს რეზიდენტების მიერ არარეზიდენტები­სათ­ვის; სხვა გრძელ­ვა­დიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტუ­რე­ბენ რეზიდენტების სავალო ვალდებულებებს არარეზიდენტების მიმართ.

 

7.2.2.2

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები

5071

5072

რეზიდენტების მიერ გამოშვებული სახაზინო ვექსელები, მოკლევა­დიანი შემნახველი (დეპოზიტური) სერტიფიკატები; საბანკო აქცეპტი.

 

8

სხვა ინვესტიციები

8.1

სხვა ინვესტიციები – აქტივები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: რეზიდენტების მიერ ადრე გაცემული საკრედიტო სახს­რების დაბრუნება.

დებეტი: საკრედიტო სახსრების გაცემა არარეზიდენტებისათვის.

 

8.1.1

კრედიტები და  სესხები

 

 

8.1.1.1

გრძელვადიანი

6161

6162

კრედიტები და სესხები, რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელზე მეტს.

8.1.1.2

მოკლევადიანი

6271

6272

მოკლევადიანი კრედიტები და სესხები, გაცემული რეზიდენტების მი­ერ არარეზიდენტებზე: არარეზიდენტებისათვის მიცემული  სახ­სრები რეპო ოპერაციების მიხედვით, სხვა მოკლევადიანი კრედი­ტები (რომე­ლ­თა დაფარვის თავდაპირველი ვადა 1 წელი ან წელზე ნაკლებია).

8.1.2

დეპოზიტები

 

 

 

8.1.2.1

დეპოზიტები

6363

6364

ყველა სახის დეპოზიტი (ვადიანი, მოთხოვნამდე და სხვა აკრედი­ტივების გა­რ­და), რომლებიც რეზიდენტების მიერ განთავ­სებულია არა­რე­ზიდენტ ბანკებში.

 

8.1.2.3

აკრედიტივები

6281

6282

აკრედიტივები განთავსებული რეზიდენტების მიერ არარეზიდენტ ბანკებში

 

8.1.3

დანარჩენი აქტივები

6543

6544

სხვა ოპერაციები, რომლებიც არ შესულან 8.1.1 და 8.1.2 პუნქტებში, მაგალითად, საქართველო­დან არა­რე­ზიდენტისათვის სახსრების გადა­რიცხვა, გარანტიის ხელშეკ­რულებით ან თავდებობით, რომლის მიხედვითაც რეზიდენ­ტი გვე­ვლინება გარან­ტად ან თავდებად ნებისმიერი საგადამხდელო ვალ­დებულების შესრუ­ლებაზე ერთი არარეზი­დენტის მიერ მეორე არარეზიდენტისათვის, სა­ხ­სრების დარეზერვებისათვის სპეციალური ანგარიში­დან გადარიცხვის დროს, ხელმოწერა საერთაშორისო ორ­გა­ნიზაციის კაპიტალზე, რომე­ლიც არ გვევლინება ფულად–საკრე­დი­ტო დაწესებულებად.

 

8.2

სხვა ინვესტიციები – პასივები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: სახსრების მოზიდვა არარეზიდენტებისგან

დებეტი: სახსრების დაბრუნება არარეზიდენტებისათვის

 

8.2.1

კრედიტები და სესხები

 

8.2.1.1

გრძელვადიანი

6641

6642

კრედიტები და სესხები, რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელზე მეტს.

8.2.1.2

მოკლევადიანი

6751

6752

მოკლევადიანი კრედიტები და სესხები (რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელს ან ნაკლებს), მიღებული არარეზიდენტებისაგან: სახსრე­ბი რეპო–ოპერაციებიდან, სხვა  მოკლევადიანი კრედიტები.

 

8.2.2

დეპოზიტები

 

 

 

8.2.2.1

დეპოზიტები

6841

6842

არარეზიდენტებისაგან მიღებული ყველა სახის დეპოზიტი, აკრედიტივების გარდა.

 

8.2.2.2

აკრედიტივები

6761

6762

რეზიდენტ ბანკებში აკრედიტივების გახსნა არარეზიდენტების მიერ

 

8.2.3

დანარჩენი  პასივები

6941

6942

სხვა ოპერაციები, რომლებიც არ მიეკუთვნე­ბიან „სხვა ინვესტი­ცი­ები – პასივები” მუხლის 8.2.1 და 8.2.2 პუნქტებს: საქართველოში სახსრების მიღება არა­რეზიდენტის მიერ გარანტიის ან თავდებობის ხელშეკ­რუ­ლ­ე­ბით გათ­ვა­ლისწინებული, საგარანტიო ვალდებუ­ლების შე­ს­რუ­ლე­ბისათ­ვის რომ­ლის დროსაც არარეზიდენტი გვევლინება გარანტად ან თავდებად ნებისმიერი საგადამხდელო ვალდებუ­ლების შესრუ­ლე­ბაზე ორ რეზიდენტს შორის.

 

ე) მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური კოდები:

 

 9.1

ნეიტრალური ოპერაციები

კრედიტი

დებეტი

ოპერაციები განხორციელებული რეზიდენტებს შორის ან არარეზიდენტებს შორის.

კრედიტი –  თანხების შემოდინება

დებეტი  –  თანხების გადინება

9.1.1

სახ­სრ­ების მოძრაობა რეზიდენტი ბანკების არარეზიდენტ ბანკებში განთავსებულ ნოსტო ანგარიშებს შორის

 

8441

8442

საქართველოს ორ ბანკს შორის განხორციელებული ოპერაციები, უცხოური ბანკის გავლით,  სახ­სრე­ბის მოძრაობა რეზიდენტი ბანკების ერთი ნოსტრო ანგარიშიდან მეორე ნოსტრო ანგარიშზე. ამ კოდის გამოყენებისას საჭიროა გრაფაში „პარტნიორი“ ჩაიწეროს ქართული ბანკის 11-ნიშნა სვიფტ კოდი და გრაფაში „შენიშვნა“ იმ უცხოური  ბანკის დასახელება ან სვიფტ კოდი, რომლის გავლითაც  უნდა გადაირიცხოს სახსრები. (შესაბამისად, ეს კოდები გამოიყენება მხოლოდ ნოსტრო ანგარიშებისათვის.) (ნოსტრო – ნოსტრო)

 

9.1.2

სახ­სრ­ების მოძრაობა რეზიდენტ ბანკებში არსებულ არარეზიდენტი ბანკების ლორო ანგარიშებს შორის

8443

8444

საქართველოს რეზიდენტ ბანკში არსებული არარეზიდენტი ბანკის საკორეს–პონდენტო ანგარიშიდან სახსრების გადარიცხვა  ისევ საქართველოს რომელიმე რეზიდენტ ბანკში არსებულ არარეზიდენტი ბანკის სხვა საკორესპონდენტო ანგა­რი­შზე (სახ­სრე­ბის მოძრაობა რეზიდენტი ბანკების ერთი ლორო ანგარიშიდან მეორე ლორო ანგარიშზე). ამ კოდის გამოყე­ნებისას საჭი­როა გრაფაში „პარტნიორი“ ჩაიწეროს ქართული ბანკის 11-ნიშნა სვიფტ კოდი, რომლის ანგარიშზეც უნდა ჩაი­რი­ცხოს ან რომლის ანგარიშიდანაც უნდა გადაირიცხოს სახსრები და გრაფაში „შენიშვნა“ საკორესპონ­დენტო ანგარიშის ნომერი და ოპერაციის შინაარსი. (შესაბამისად, ეს კოდები გამოიყენება მხოლოდ ლორო ანგარიშებისათვის.) (ლორო– ლორო)

 

9.1.3

სახ­სრ­ების მოძრაობა რეზიდენტ ბანკებში არსებულ არარეზიდენტე-ბის მიმდინარე ანგარიშებს შორის

 

8445

8446

საქართველოს რეზიდენტ ბანკში არსებული არარეზიდენტის მიმდინარე ანგარიშიდან სახსრების გადარიცხვა ისევ საქართველოს რომელიმე რეზიდენტ ბანკში არსებულ არარეზიდენტის სხვა მიმდინარე ანგა­რი­შზე  (საქართველოს საბანკო სისტემის შიგნით ორ არარე­ზიდენტს შორის განხორციელებული ოპერაცია). ამ კოდის გამოყე­ნებისას საჭი­როა გრაფაში „პარტნიორი“ ჩაიწეროს ქართული ბანკის 11-ნიშნა სვიფტ კოდი, რომლის ანგარიშზეც უნდა ჩაი­რი­ცხოს ან რომლის ანგარიშიდანაც უნდა გადაირიცხოს სახსრები და გრაფაში „შენიშვნა“ საკორესპონ­დენტო ანგარიშის ნომერი და ოპერაციის შინაარსი. (შესაბამისად, ეს კოდები გამოიყენება მხოლოდ არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებისათვის) (მიმდინარე – მიმდინარე)

 

9.1.4

არარეზიდენტი ბანკების მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშების შევსება/გამოკლება

 

8447

8448

არარეზიდენტი ბანკის მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებული საკორესპონდენ-ტო ანგარიშების შევსება საქართველოს საბანკო სისტემის გარეთ არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან ან პირიქით, არარეზიდენტი ბანკის მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა საქართველოს საბანკო სისტემის გარეთ არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე რესპონდენტი ბანკი ITRS-ში აკეთებს ორ ჩანაწერს - ერთი შეეხება ლორო ანგარიშს, ხოლო მეორე ნოსტროს. ორივე ჩანაწერში „პარტნიორი“ იწერება საკუთარი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ იმ უცხოური ბანკის დასახელე­ბა ან სვიფტ კოდი, რომლის დავალებითაც განხორციელდა ეს ოპერაცია.  (ნოსტრო – ლორო)

 

9.1.5

არარეზიდენტების მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებულ საკუთარ მიმდინარე ანგარიშებზე სახსრების ჩარიცხვა/ გადარიცხვა

8449

8450

არარეზიდენტის მიერ საქართველოში მდე­ბარე ბანკში არსებულ მიმდინარე ანგარიშებ­ზე უნაღდო სახსრების ჩარიცხვა/გადარიცხვა საქართველოს საბანკო სისტემის გარეთ არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე რესპონდენტი ბანკი ITRS-ში აკეთებს ორ ჩანაწერს: ერთი შეეხება მიმდინარე ანგარიშს, ხოლო მეორე ნოსტროს. ორივე ჩანაწერში „პარტნიორი“ იწერება საკუთარი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ იმ უცხოური ბანკის დასახელე­ბა ან სვიფტ კოდი, რომლისგან ან რომელშიც გადაირიცხა თანხები. (მიმდინარე – ნოსტრო)

 

9.1.6

არარეზიდენტების მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებულ საკუთარ მიმდინარე ანგარიშებზე სახსრების ჩარიცხვა/ გადარიცხვა

8451

8452

არარეზიდენტის მიერ საქართველოში მდება­რე ბანკში არსებულ მიმდინარე ანგარიშებზე უნაღდო სახსრების ჩარიცხვა/გადარიცხვა საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული არარეზიდენტი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე რესპონდენტი ბანკი ITRS-ში აკეთებს ორ ჩანაწერს - ერთი შეეხება მიმდინარე ანგარიშს, ხოლო მეორე ლორო ანგარიშს. ორივე ჩანაწერში პარტნიორში იწერება საკუთარი ბანკის კოდი, ხოლო შენიშვნაში იმ უცხოური ბანკის დასახელება ან სვიფტ კოდი რომლის ანგარიშიდან გადაირიცხა  ან გადმოირიცხა თანხები. (მიმდინარე – ლორო)

 

9.2.

ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები

კრედიტი

დებეტი

ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები  განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის.

კრედიტი –  თანხების შემოდინება

დებეტი  –  თანხების გადინება

 

9.2.1

უნაღ­დო ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის

9.2.1.1

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღ­დო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ერ­ო­ვნული ვალუტით

8453

8454

უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ერ­ო­ვნული ვალუტით განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტს შორის. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი” უნდა მიეთითოს იმ ბანკის კოდი, სადაც რესპონდენტი ბანკი ახდენს თანხის გადარიცხვას, ხოლო „შენიშვნაში” გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით).

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური ოპერაციების კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.2.1.2

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღ­დო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა

8455

8456

ერთი უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა სხვა უცხოური ვალუტით (კონვერტაცია) განხორციელებული რეზიდენტებსა  და არარეზიდენტებს შორის. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს იმ ბანკის კოდი, სადაც რესპონდენტი ბანკი ახდენს თანხის გადარიცხვას, ხოლო „შენიშვნაში“ გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით).

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.2.2.

ნაღ­დი ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის

9.2.2.1

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ნაღ­დი უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა უნაღდო ეროვნული ვალუტით

8457

8458

რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის ნაღდი უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა უნაღდო ერ­ო­ვნული ვალუტით. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ რაიმეს მითითება საჭირო არ არის, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ მიუთითეთ გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით).

ანალოგიური ოპერაციები არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.2.2.2

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღ­დო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაღდი ერ­ოვნული ვალუტით

8459

8460

უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაღდი ერ­ო­ვნული ვალუტით განხორციელე­ბული რეზიდენტებსა და არარეზიდენტს შორის. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი” უნდა მიეთითოს იმ ბანკის კოდი, სადაც რესპონდენტი ბანკი ახდენს თანხის გადარიცხვას, ხოლო „შენიშვნაში” გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით)

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური ოპერაციების კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

9.2.2.3

 

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღ­დო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაღდი უცხოური ვალუტით

8461

8462

ერთი უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/ გაყიდვა სხვა ნაღდი უცხოური ვალუტით  განხორციელებული რეზიდენტებსა  და არარეზიდენტებს შორის ამ ოპერაციებისათ­ვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს გარიგების მონაწილე მეორე ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ გარიგების სახე (კონვერ­ტი­რებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით, ან ანგარიშზე შეტანილი ვალუტის დასახელება და რაოდენობა).

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.3

ანგარიშზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა  (საკორესპონდენ­ტო ანგარიშის გამაგრება ნაღდი ვალუტით)

 

9.3.1

ნოსტრო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა

8463

8464

რეზიდენტი ბანკების მიერ არარეზიდენტ ბანკებში განთავსებულ ნოსტრო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა  (საკორესპონდენ­ტო ანგარი­შის გამაგრება ნაღდი ვალუტით) ამ ოპრაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს თქვენი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ ნაღდი ვალუტის დასახელება და რაოდენობა.

 

9.3.2

ლორო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა

8465

8466

არარეზიდენტი ბანკების მიერ რეზიდენტ ბანკებში განთავსებულ ლორო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა. ამ ოპრაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს თქვენი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ ნაღდი ვალუტის დასახელება და რაოდენობა.

9.3.2

მიმდინარე ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა

8467

8468

არარეზიდენტების მიერ რეზიდენტ ბანკებში განთავსებულ მიმდინარე ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა. ამ ოპრაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს თქვენი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ ნაღდი ვალუტის დასახელება და რაოდენობა.

9.4

ოპერაციები იურიდი­ულ პირთავის 10 000 აშშ დოლარის და ფიზი­კურ პირთათვის 5 000 აშშ დო­ლა­რის ზღვრ­უ­ლი ოდენობის ქვევით

8021

8022

ამ კოდის გამოყენების დროს არ არის სავალდებულო მიუთითოთ ქვეყნის კოდი

9.5

ოპერაციები რომელთა შინაარსი დროებით გაურკვეველია

8051

8052

ეს კოდები გამოიყენება, როდესაც ოპერაციის შინაარსის დადგენა დროებით ვერ მოხერხდა. ისინი საშუალებას გვაძლევენ დავხუროთ ოპერაციული დღე. მოგვიანებით, ეს ოპერაციები უნდა გაიშიფროს და სებ–ში გამოსაგზავნ ინფორმაციაში დაისვას შესაბამისი კოდები.

 

10

ანგარიშებზე სახსრების ნაშთები

 

10.1

ნაშთი პერიოდის დასაწყისში:

 

 

10.1.1

ნოსტრო ანგარიში

 

9111

ნაშთი ნოსტრო ანგარიშზე პერიოდის დასაწყისში

 

10.1.2

ლორო ანგარიში

 

9221

ნაშთი ლორო და მიმდინარე ანგარიშზე პერიოდის დასაწყისში

 

10.2

ნაშთი პერიოდის ბოლოს:

 

10.2.1

ნოსტრო ანგარიში

 

9112

ნაშთი ნოსტრო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს 

 

10.2.2

ლორო ანგარიში

 

9222

ნაშთი ლორო და მიმდინარე ანგარიშზე პერიოდის ბოლოს

 

 

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად წარმოებისა და გავრცელების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

                                                                                       გ. ქადაგიძე