დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 09/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.856 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (09/10/2007 - 25/10/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №215
2007 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ
1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი მათი გაერთიანების გზით.
2. რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.
5. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დადგენილი წესით დამტკიცებამდე სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებმა გაერთიანებული სახით.
6. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭომ არა უგვიანეს ერთი თვისა უზრუნველყოს დირექტორის დადგენილი წესით არჩევა.
7. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცებისა და დირექტორის არჩევისთანავე.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები