,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 ოქტომბრის №215 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 30/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.878
  • Word
237
25/10/2007
სსმ, 152, 30/10/2007
040.030.000.10.003.000.878
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 ოქტომბრის №215 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №237

2007 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 ოქტომბრის №215 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 ოქტომბრის №215 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი.“;

ბ) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.“;

გ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დადგენილი წესით დამტკიცებამდე სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებმა გაერთიანებული სახით.“;

დ) დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ არა უგვიანეს ერთი თვისა უზრუნველყოს დირექტორის დადგენილი წესით არჩევა.“;

ე) დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცებისა და დირექტორის არჩევისთანავე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი