დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 27/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.011.646 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2008 - 10/07/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.646
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №76/ნ
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სექტორის და სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარება/განახლება.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და აღჭურვა.
მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები
1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ქ. თბილისში, წერეთლის №144-ში მდებარე შენობის (შემდგომში – სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა;
ბ) შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ სახურავის რემონტი;
გ) კოდორის ხეობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შენობით უზრუნველყოფა;
დ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის ელექტრომომარაგება;
ე) სამინისტროს სისტემის დაწესებულების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო სამუშაოები.
2. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;
ბ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა;
გ) სამინისტროს შენობის სერვის ოთახის კლიმატ-კონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა;
დ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვის-ოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
ე) სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
ვ) მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა.
3. წინა წლის ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია;
ბ) სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები;
დ) ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები;
ე) დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები;
ვ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით.
4. საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) სამუშაოების ექსპერტიზა;
ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია
პროგრამის ღონისძიებების ბიუჯეტი წარმოადგენს სავარაუდო რიცხვებს და მათი დაზუსტება მოხდება საპროექტო სამუშაოების შესყიდვის შედეგების შესაბამისად (გარდა 2007 წელს ნაკისრი ვალდებულებებისა).
მუხლი 5. პროგრამის განხორციელება
„2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 13 543 880 ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში.
| სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამა | ||||
|
| კომპონენტები და ღონისძიებები | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება | ღირებულება სულ |
| I | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
|
|
|
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა |
|
| 773 126,76 |
|
| შპს „ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის” სახურავის რემონტი |
|
| 49 800,0000 |
|
| კოდორის ხეობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შენობით უზრუნველყოფა |
|
| 20 000,0000 |
|
| სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის “ ახალი კორპუსის ელექტრო- მომარაგება |
|
| 200 000,0000 |
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების გარე ელექტრომომარაგება |
|
| 1 000 000, 0000 |
|
| ქვეჯამი |
|
| 2 042 926,7676 |
| II | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი |
|
|
|
|
| სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა |
|
| 1 300 000,0000 |
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა |
|
| 700 000,0000 |
|
| სამინისტროს სისტემის შენობის სერვისოთახის კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა |
|
| 600 000,0000 |
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვის-ოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი |
|
|
120 000,0000 |
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი |
|
| 500 000,0000 |
|
| მაღალი გამავლობის („უაზის” ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა |
|
| 4 230 000,0000 |
|
| ქვეჯამი |
|
| 7 450 000,0000 |
| III | წინა წლის ვალდებულებების |
|
|
|
|
| სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია |
|
| 2 672 112,2424 |
|
| სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა |
|
| 149 522,9696 |
|
| სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები |
|
| 213 269,0404 |
|
| ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები |
|
| 633 175,0000 |
|
| დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები |
|
| 219 530,0,0 |
|
| სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით |
|
| 8 344,0000 |
|
| ქვეჯამი |
|
| 3 895 953,2424 |
| IV | საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები |
|
|
|
|
| სამუშაოების ექსპერტიზა |
|
| 20 000,0000 |
|
| საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება |
|
| 135 000,0000 |
|
| ქვეჯამი |
|
| 155 000,0000 |
|
| სულ ბიუჯეტი |
|
| 13 543 880.0000 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები