,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 252/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 166, 21/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.390
  • Word
252/ნ
21/11/2008
სსმ, 166, 21/11/2008
470.230.000.22.035.012.390
,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.390

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება 252/

2008 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის 76/ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებით (სსმ III, 27.03.2008 წ., №46, მუხ. 520) დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების რეაბილიტაცია – დამატებითი სამუშაოები;

თ) სს „იავნანა“ – გორის ბავშვთა საავადმყოფოს დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები;

ი) შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური-03-ის“ შენობის რეაბილიტაცია;

კ) სოფელ წეროვანში მობილური ჰოსპიტლის მონტაჟისთვის ფართობის საძირკვლის მომზადება;

ლ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გათბობით უზრუნველყოფის სამუშაოები (საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით).“.

2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სამინისტროს სისტემის დაწესებულების აღჭურვა: შიდა სატელეფონო სადგური და საკომუნიკაციო გაყვანილობები, აუდიოვიზუალური აპარატურა, უსაფრთხოების სისტემები (ვიდეოკონტროლი), თანამშრომელთა საშვთა რეგისტრაციის სისტემა, ფარდა-ჟალუზები.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია

1. პროგრამის ღონისძიებების ბიუჯეტი წარმოადგენს სავარაუდო რიცხვებს და მათი დაზუსტება მოხდება საპროექტო სამუშაოების შესყიდვის შედეგების შესაბამისად (გარდა 2007 წლის ნაკისრი ვალდებულებებისა).

2. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება სს „იავნანა“ – გორის ბავშვთა საავადმყოფოს მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

5. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური–03-ის“ მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

6. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

7. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

8. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

9. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება სულ ლარებში

1.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი    

 

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა

 

773. 126.76

შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ სახურავის რემონტი

49. 800.00

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა

80. 696.89

 

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის ელექტრომომარაგება   

143. 406.00

 

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო სამუშაოები   

142. 650.74

 

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი (დამატებითი) სარემონტო სამუშაოები

427.707.80

 

სამინისტროს სისტემის დაწესებულების რეაბილიტაცია – დამატებითი სამუშაოები

312.478.11

სს „იავნანა“ გორის ბავშვთა საავადმყოფო დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები

290.000.00

შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური -03-ის“ შენობის რეაბილიტაცია

207.022.00

სოფელ წეროვანში მობილური ჰოსპიტალის მონტაჟისთვის ფართობის საძირკველის მომზადება

16.000.00

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქუკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გათბობით უზრუნველყოფის სამუშაოები (საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით)

116.172.20

 

ქვეჯამი

2.559.060.50

2.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი:

 

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა      

 

1.300.000.00

სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა

503.058.38

სამინისტროს სისტემის შენობის სერვისოთახის კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა 

493.895.00

 

სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვისოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი  

55.084.00

 

სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და  მონტაჟი

309.322.00

მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა

4.037.800.00

 

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციისთვის გლიკოჰემოგლობინის განმსაზღვრელი აპარატის შეძენა

47.000.00

 

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ინვენტარით აღჭურვა

1.500.000.00

სამინისტროს სისტემის დაწესებულების აღჭურვა: შიდა სატელეფონო სადგური და საკომუნიკაციო გაყვანილობები, აუდიოვიზიალური აპარატურა, უსაფრთხოების სისტემები (ვიდეოკონტროლი), თანამშრომელთა საშვთა რეგისტრაციის სისტემა, ფარდა-ჟალუზები.

904.761.53

 

ქვეჯამი

9.150.920.91

3.

წინა წლის ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

 

სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია

2.359.634.13

სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა

149.522.96

სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები 

213.269.04

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის„ სარემონტო სამუშაოები   

89.295.00

 

დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამათავრებელი სარემონტო სამუშაოები

219.530.35

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით

8.344.00

 

ქვეჯამი

3.039.595.48

4.

საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები

 

სამუშაოების ექსპერტიზა

20.000.00

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება 

274.303.11

 

ქვეჯამი

294.303.11

 

სულ ბიუჯეტი         

15.043.880.00

                                                                                                               .“

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი