დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.012.022 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.022
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №159/ნ
2008 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებით (სსმ III, 27.03.2008 წ., №46 მუხ. 520) დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციისთვის გლიკოჰემოგლობინის განმსაზღვრელი აპარატის შეძენა.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია
1. პროგრამის ღონისძიებების ბიუჯეტი წარმოადგენს სავარაუდო რიცხვებს და მათი დაზუსტება მოხდება საპროექტო სამუშაოების შესყიდვის შედეგების შესაბამისად (გარდა 2007 წლის ნაკისრი ვალდებულებებისა).
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.“.
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა | ||||
|
| კომპონენტები და ღონისძიებები | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება | ღირებულება სულ ლარებში |
| I | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
|
|
|
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა |
|
|
773 126.76 |
|
| შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ სახურავის რემონტი |
|
| 49 800.0
|
|
| კოდორის ხეობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შენობით უზრუნველყოფა |
|
| 20 000.0
|
|
| სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ახალი კორპუსის ელექტრომომარაგება |
|
| 143 406.0
|
|
| ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები |
|
| 543 880.0
|
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების გარე ელექტრომომარაგება |
|
| 1 000 000.0
|
|
| ქვეჯამი |
|
| 2 530 212.76 |
| II | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი: |
|
|
|
|
| დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციისთვის გლიკოჰემოგლობინის განმსაზღვრელი აპარატის შეძენა |
|
| 48 793.65
|
|
| სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა |
|
|
1 300 000.0 |
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა |
|
|
700 000.0 |
|
| სამინისტროს სისტემის შენობის სერვის- ოთახის კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა |
|
| 600 000.0
|
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვისოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი |
|
| 120 000.0
|
|
| სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი |
|
|
500 000.0 |
|
| მაღალი გამავლობის („უაზის” ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა |
|
| 4 037 800.0
|
|
| ქვეჯამი |
|
| 7 306 593.65 |
| III | წინა წლის ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს |
|
|
|
|
| სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია |
|
| 2 672 112.24
|
|
| სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა |
|
| 149 522.96 |
|
| სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები |
|
| 213 269.04
|
|
| ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები |
|
| 89 295.0
|
|
| დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამათავრებელი სარემონტო სამუშაოები |
|
| 219 530.35
|
|
| სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით |
|
| 8 344.0
|
|
| ქვეჯამი |
|
| 3 352 073.59 |
| IV | საექსპორტო და საპროექტო სამუშაოები |
|
|
|
|
| სამუშაოების ექსპერტიზა |
|
| 20 000.0 |
|
| საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება |
|
| 335 000.0
|
|
| ქვეჯამი |
|
| 355 000.0 |
|
| სულ ბიუჯეტი |
|
| 13 543 880.0 |
“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები