არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 174, 10/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.150.000.22.028.011.188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/203
03/12/2007
სსმ, 174, 10/12/2007
450.150.000.22.028.011.188
არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/12/2007 - 16/02/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.150.000.22.028.011.188

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/203

2007 წლის 3 დეკემბერი    

ქ. თბილისი

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 11 პუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის

წესი

    მუხლი 1

წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების და დემონტაჟის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

1. საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) – შემდგომში ქანდაკება, განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმმართველობის ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მონუმენტური სახვითი ხელოვნების ქანდაკების განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან ქანდაკების ავტორი ვალდებულია სამინიტროს წარუდგინოს შემდეგი მასალები:

ა) ქანდაკების პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;

ბ) ქანდაკების განთავსების (ადგილმდებარეობის) ზუსტი მისამართი;

გ) ქანდაკების განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ქანდაკების განშლის ამსახველი ფოტომასალა.

    მუხლი 3

1. საქართველოს ტერიტორიაზე ქანდაკების განთავსების თაობაზე სამინისტროში შემოსული მასალების განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, სამინისტროში ანაზღაურების გარეშე, იქმნება „სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) საექსპერტო საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭოს შემადგენლობა, რომელიც კომპლექტება ხელოვნების სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილის (საბჭოს თავმჯდომარე), გამოჩენილი ქართველი მოქანდაკეების, არქიტექტორებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთაგან, მტკიცდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა მოთხოვნით საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული მხარეები და პირები.

4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული მასალების საფუძველზე საბჭო იხილავს:

ა) ქანდაკების პროექტის მხატვრულ-ესთეტიკურ დონეს;

ბ) ქანდაკების შესაბამისობას, მის განსათავსებლად გამიზნული ტერიტორიის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურასთან;

გ) ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის სხვა საკითხებს.

5. საბჭოს სხდომების პერიოდულობა საჭიროებისამებრ, განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უბრალო უმრავლესობა, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საბჭოს თავმჯდომარის ხმას.

7. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა ფორმდება ოქმის სახით და შემდგომი რეაგირებისათვის წარედგინება მინისტრს.

    მუხლი 4

ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.