„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 450150000.22.088.016060
05/34
12/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
450150000.22.088.016060
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №05/34

2024 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის №3153 კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №3822-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში (სსმ, №174, 10/12/2007, სარეგისტრაციო კოდი: 450.150.000.22.028.011.188) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი“.“.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების და დემონტაჟის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები ან არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ავტორი ვალდებულები არიან/ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს შემდეგი მასალები:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განშლის ამსახველი ფოტომასალა.

3. კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის განხილვისას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მონაწილეობს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო.“;

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე სამინისტროში შემოსული მასალების განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, სამინისტროში ანაზღაურების გარეშე, იქმნება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საექსპერტო საბჭო (შემდგომ – საბჭო).“;

დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭო კომპლექტდება სამინისტროს ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების წარმომადგენლებით, ქართველი მოქანდაკეებით, არქიტექტორებით, ხელოვნებათმცოდნეებითა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებით.“;

დ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ განსაზღვრული თავმჯდომარე, რომელიც სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირის წარმომადგენელია.“;

დ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასალების საფუძველზე საბჭო იხილავს:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტის მხატვრულ-ესთეტიკურ დონეს;

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის შესაბამისობას, მის განსათავსებლად გამიზნული ტერიტორიის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურასთან;

გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის სხვა საკითხებს.“;

დ.ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს კომპეტენციაში არ შედის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ღირებულების განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის კორექტირება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრითეა წულუკიანი