დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ( ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის 3/203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450150000.22.054.016138 |
|
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 450.150.000.22.028.011.188) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების და დემონტაჟის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესსა და პირობებს.“ 5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 2. 1. საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებით. 2. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ან ქანდაკების ავტორი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს შემდეგი მასალები: ა) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით; ბ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნული ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განშლის ამსახველი ფოტომასალა.“ 6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3.კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების საკითხის განხილვისას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მონაწილეობს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო.“ 7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობა, რომელიც კომპლექტდება ხელოვნების სფეროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის (საბჭოს თავმჯდომარე), ცნობილი ქართველი მოქანდაკეების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, კულტურული მემკიდრეობის სპეციალისტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთაგან, მტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.“ 8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საბჭოს თავმჯდომარის ხმას. “ 9. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საბჭოს კომპეტენციაში არ შედის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) ღირებულების განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის კორექტირება.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები