თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 24/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.22.027.009.589
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
772
24/11/2006
სსმ, 158, 24/11/2006
010.250.000.22.027.009.589
თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/11/2006 - 29/12/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.22.027.009.589

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №772

2006 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (სსმ I, 09.01.2006წ., №2, მუხ.12) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლისა და 66-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი), „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების მომენტისათვის არსებული თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია განახორციელოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე.

2. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები;

გ) თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციისათვის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ამსახველი სქემატური რუკა იუსტიციის სამინისტროს წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი შემუშავების შემდგომ.

4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული მონაცემების იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ არ არის წარმოდგენილი ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.

შენიშვნა: მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული მონაცემები ინახება ცალკე დანართების სახით და წარმოადგენს რეესტრის განუყოფელ ნაწილს.

5. ამ ბრძანების პირველ პუნქტში დასახელებული თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის შემდეგ დეპარტამენტმა თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება (თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები) განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, მისი ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში.

6. დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულების რეესტრის ფორმა, თანახმად №1 დანართისა და თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ ცნობის ფორმა, თანახმად №2 დანართისა.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

 

 

 

დანართი №1

 

თვითმმართველი ერთეულების რეესტრის ფორმა

 

თვითმმართველი ერთეულის დასახელება

თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები

რეგისტრა-ციის თარიღი და რეგისტრა-ციის საიდენტიფი-კაციო კოდი

თვითმმართ-ველი ერთეულის ადმინისტრა-ციული საზღვრების სქემატური რუკა

თვითმმართ-ველი ერთეულების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი

თვითმმართველი ერთეულის მონაცემების ცვლილებები

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 

ც ნ ო ბ ა

 

თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ

 

       გაიცა   -----------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------

მასზედ, რომ იგი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულების რეესტრში.

 

 

რეგისტრაციის თარიღი: „---” „----” „--------წ.”

 

რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი: „----------------”

 

 

 

თვითმმართველი ერთეულების რეესტრში    „----” „----” „--------წ.”

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი                „№----”          

 

 

ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა

და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის

დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერა:                                                        

                                                                                                                                        ბ.ა.