„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 18/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260040.22.027.014746
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
114
17/06/2010
სსმ, 72, 18/06/2010
010260040.22.027.014746
„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2010 - 09/08/2014)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.040.22.027.014.746

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №114

2010 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესი (დანართი №1);

ბ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის ფორმა (დანართი №2);

გ) თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ ცნობის ფორმა (დანართი №3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №772 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესი

1. თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალ-შემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

2. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციაში გატარების თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა უნდა შეიცავდეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს. ამ წესის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სახით.

4. დეპარტამენტი თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 პუნქტში მითითებული მონაცემების იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე (რეგისტრაციის ცვლილებაზე) უარი დასაშვებია, თუ საკრებულოს თავმჯდომარის მომართვაში არ არის მითითებული ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.

5. რეგისტრირებული თვითმმართველი ერთეულის გაუქმების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულების რეესტრში ცვლილებებს დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში.

6. თვითმმართველი ერთეულის დასახელების, თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების სახელწოდების, თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდისა და თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულების რეესტრში ცვლილებებს დეპარტამენტი ახორციელებს ამავე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მისი წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში. მომართვაში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ცვლილებების თაობაზე ნორმატიული აქტის რეკვიზიტები და მას თან უნდა ერთოდეს ამ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

7. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თვითმმართველი  ერთეულის რეგისტრაციის დროს არ იყო წარმოდგენილი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების აღწერა და სქემატური რუკა, აღნიშნული საზღვრების ცვლილების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების აღწერა და სქემატური რუკები, როგორც საზღვრების შეცვლამდე, ისე საზღვრების შეცვლის შემდეგ არსებული მდგომარეობით.

დანართი №2

თვითმმართველი ერთეულების რეესტრის ფორმა

თვითმმართველი ერთეულის დასახელება

თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები

თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი

თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა

თვითმმართველი ერთეულების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი

თვითმმართველი ერთეულის მონაცემების ცვლილებები

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ცნობა

თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ

 

გაიცა ————————————————————————————————— -ზე

(თვითმმართველი ერთეულის დასახელება)

 

მასზედ, რომ იგი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულების რეესტრში.

 

საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის   „——————“ „—————“ „—————-“ წ.

თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი            000000000

 

თვითმმართველი ერთეულების რეესტრში   „—————“ „—————“ „—————-“ წ.

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი                       №

 

სამართალშემოქმედების დეპარტამენტის

უფროსის ხელმოწერა:

                                           ბ.ა.