„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №772 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №772 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 29/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.22.027.013.985
  • Word
239
29/12/2009
სსმ, 158, 29/12/2009
010.250.000.22.027.013.985
„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №772 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.22.027.013.985

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №239

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №772 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №772 ბრძანების (სსმ III, 24.11.2006, №158, მუხ.2176):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი

დანართი №2

 

ცნობა

თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ

 

 

გაიცა _______________________________________-ზე

       (თვითმმართველი ერთეულის დასახელება)

 

მასზედ, რომ იგი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულების რეესტრში.

 

საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის             „-------“ „-------“ „------------წ.“

თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი                            000000000

 

 

თვითმმართველი ერთეულების რეესტრში            „-------” „-------“ „------------წ.“

რეგისტრაციის თარიღი  და ნომერი                 №                                                                

 

სამართალშემოქმედების დეპარტამენტის

უფროსის ხელმოწერა:  

                                                                                                       ბ. ა.