დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 148, 03/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.22.034.009.522 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2006 - 27/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.522
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1257
2006 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე მოსამსახურეთა (სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირი) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გამოსაყენებელი სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის დამტკიცებული ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, მინისტრის მიერ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში, მოსამსახურეებს უსაზღვრავენ ყოველთვიურ ლიმიტებს, რომლის გათვალისწინებითაც ხორციელდება შესაბამისი ავტოტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფა.
3. მინისტრის მიერ იქმნება საწვავის სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელ ღონისძიებებს.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოებისათვის სარეზერვო ფონდიდან საჭირო ოდენობის საწვავის ყოველთვიურ ლიმიტს ზევით გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე.
5. მივლინების დროს მოსამსახურეთა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას, საწვავით უზრუნველყოფა განხორციელდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის მინისტრის მიერ დადგენილი ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.
6. მოსამსახურეებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.
7. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ოქტომბრიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები