,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის №1257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 18/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.767
  • Word
1538
27/12/2006
სსმ, 2, 18/01/2007
310.150.000.22.034.009.767
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის №1257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.767

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1538

2006 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის №1257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის №1257 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №148, მუხ. 2058) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები მინისტრის მიერ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში დაქვემდებარებულ დანაყოფებს უსაზღვრავენ ყოველთვიურ ლიმიტს, რომლის გათვალისწინებითაც შესაბამისი ავტოტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფის მიზნით მოსამსახურეებზე გაიცემა სათანადო რაოდენობის საწვავი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ოქტომბრიდან.

ი. მერაბიშვილი